Thumbnail

ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში - ბექა ლომთაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ბექა ლომთაძე ფინალში რუს ჰაჯიმურად რაშიდოვს დაუპირისპირდა
  • 125 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში გენო პეტრიაშვილი თურქ ტაჰა აკგულს შეხვდება

რუსეთის ქალაქ კასპიისკში გრძელდება ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში. დასკვნითი დღე განსაკუთრებულად საინტერესოა ჭიდაობის ქართველი მოყვარულებისთვის.

61 კგ. წონით კატეგორიაში ბექა ლომთაძემ ნახევარფინალურ ორთაბრძოლაში ბრწყინვალე სტილში მოუგო აზერბაიჯანელ ჰაზან ზადას და ფინალში რუს ჰაჯიმურად რაშიდოვს დაუპირისპირდა.

ბექა ურთულესი ამოცანის წინაში იდგა, რადგან დაღესტნელ ფალავანს კასპიისკის გადაჭედილი არენა ქომაგობდა.

ორთაბრძოლა რაშიდოვის უპირატესობით დაიწყო და მოიპოვა კიდეც 4 ქულა, რასაც ქართველი ფალავნის გააქტიურება მოჰყვა. მეორე პერიოდში, არბიტრმა რუსი პასიურობისთვის გააფრთხილა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ლომთაძე 1:4 დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ბექა ლომთაძემ მეოთხე მედალი შემატა საქართველოს ნაკრების აქტივს - იქამდე, ქართველმა მოჭიდავეებმა 3 ბრინჯაო მოიპოვეს.

დღეს, 125 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში ქართველ ფალავანს ვიხილავთ - გენო პეტრიაშვილი თურქ ტაჰა აკგულს დაუპირისპირდება

კომენტარები

ბოლო ამბები