Thumbnail
  • დუდა სანაძის იტალიური კარიერა უიღბლო გამოდგა.
  • 7 დეკემბერს ფლექს პისტოიამ ოფიციალურად გაუშვა გუნდიდან ქართველი კალათბურთელი.
  • დუდა სანაძე ამ სეზონში თამაშს ვეღარ შეძლებს.

იტალიური მედიის ცნობით, სერია A-ს ფლექს პისტოიამ გადაწყვიტა, გაწყვიტოს კონტრაქტი ქართველ ლეგიონერ დუდა სანაძესთან.

პისტოიამ  მის ნაცვლად უკვე აიყვანა ჯეიმონ გორდონი არისიდან. სანაძემ ნოემბერში მუხლის მძიმე ტრავმა რეჯინასთან თამაშში მიიღო. იგი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ სანაძე ვერც ეროვნულ ნაკრებს დაეხმარება თებერვალში მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში.  

შეგახსენებთ, რომ დუდა სანაძე პისტოიაში სექტემბერში გადავიდა, ევრობასკეტის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

ბოლო ამბები