Thumbnail
  • 📅 28 მარტი | ⌚ 15:00 | 🏉 საქართველო V რუმინეთი | 📺 TV იმედი
  • ლევან მაისაშვილმა და მერაბ შარიქაძემ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები კვირას რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშებაში უკვე მე-4 მატჩს ჩაატარებს, თუმცა, შინაურ კედლებში პირველად ითამაშებს. “ბორჯღალოსნების” მეტოქე რუმინეთის ეროვნული გუნდი იქნება.

თამაში თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კვირას, 28 მარტს, 15:00 საათზე არის დაგეგმილი, კარგი ამბავი კი ისაა, რომ თამაშზე მაყურებელსაც ვიხილავთ. ტრიბუნები ტევადობის 30%-ით შეივსება

წინასამატჩო პრესკონფერენციაზე, მედიასთა კომენტარი ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გააკეთეს.

მერაბ შარიქაძე: მთელი სიამოვნება, რაც სპორტსმენობას შეეხება გულშემატკივრებთანაა დაკავშირებული. მათი ემოცია და ატმოსფერო, თითოეული მოთამაშისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ბედნიერი ვარ, რომ ნელ-ნელა ვუბრუნდებით ჩვეულ რეჟიმს და შეგვიძლია გულშემატკივრის გახარება.

ლევან მაისაშვილი: მაყურებელი რაგბის ალამაზებს, განსაკუთრებით ისეთი მაყურებელი, როგორიც ჩვენ გვყავს. განებივრებულები ვართ მათი მხარდაჭერით და მოუთმენლად ველოდებით თამაშის დაწყებას.

გუნდი ფიზიკურად ძალიან კარგ ფორმაშია, ასევე ტაქტიკურად და ტექნიკურად. ეს ბოლო კვირაა და ვიმუშავეთ იმ დეტალების სრულყოფაზე, რაც წინა თამაშებში არ გამოგვივიდა. ვისურვებდი, რომ ბიჭებმა შეძლონ ემოციისა მართვა და მეტი ყურადღება მიაქციონ შეტევების დაბოლოებას. სხვა მხრივ მზად ვართ და თუ თამაში ჩვენი სცენარით წარიმართა, ლამაზი და სანახაობრივი თამაში გამოგვივა.

არსებულ მდგომარეობაში საუკეთესო შემადგენლობა გვყავს. დაგვაკლდებიან ტრავმირებული მოთამაშეები. სამაგიეროდ, დაგვიბრუნდა ბექა საღინაძე, რომელმაც წინა ორი შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა. პირველ ხაზში მუდმივად გვაქვს როტაცია. შეთანხმების თანახმად, კლუბს დაუბრუნდა გურამ გოგიჩაშვილი და დებიუტი ექნება ახალგაზრდა ბურჯ ნიკა აბულაძეს.

კომენტარები

ბოლო ამბები