Thumbnail
  • პირველ საჭიდაო დღეს თბილისის გრანდ სლემზე 10-მა ქართველმა იასპარეზა
  • მედლების მოგება სამმა მათგანმა ძიუდოისტმა მოახერხა

თბილისის გრანდ სლემის პირველ საჭიდაო დღეს სამმა ქართველმა ძიუდოისტმა მედლების აღება მოახერხა, შვიდი კი, სამწუხაროდ, უმედლოდ დარჩა. ფინალის მოგება თემურ ნოზაძემ მოახერხა, ვაჟა მარგველაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ქვემოთ ყველა მნიშვნელოვანი დაპირისპირების ვიდეოს ნახავთ. 

საქართველოს პირველი ოქრო თემურ ნოზაძემ მოუტანა

ფინალურ ბლოკში ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა (52კგ) უნგრელ პუპისთან იპონით წააგო და ბრინჯაოს მედლის გარეშე დარჩა.

ბაგრატ ნინიაშვილი ხერლენ განბოლდთან ხიდის გაკეთების გამო მოხსნეს. სამწუხაროა, რომ ნინიაშვილი და მარგველაშვილი ერთ ბადეში მოხვდნენ, რის გამოც ორივემ ოქროს მედლისთვის ვერ იბრძოლა.

სამწუხაროდ, ვაჟა მარგველაშვილი (66კგ) თბილისის გრანდ სლემის ფინალში უზბეკ მეტოქესთან დამარცხდა. სარდორ ნურილაევმა ქართველს იპონით სძლია. ვაჟას მერცხლის მედალი დარჩა.

ოქროს მედლის მოპოვება თემურ ნოზაძემ (60კგ) მოახერხა. მან ფინალში უზბეკ ქემრან ნურილაევთან იჭიდავა და მეტოქის ჰანსოკუმაკეს გამო ოქროს მედალს დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ უზბეკმა ილეთი სახსრის საწინააღმდეგო მიმართულებით გააკეთა, რის გამოც ის მსაჯმა დისკვალიფიკაციით დასაჯა.

ეთერ ლიპარტელიანმა ნორა ჯაკოვასთან ფინალი ვაზარით დათმო. კოსოვოელმა მეტოქემ ქართველ ძიუდოისტს ვაზარი აუღო და ლიპარტელიანს ვერცხლის მედალი დარჩა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პირველი დღე 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლით დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები