Thumbnail

'ძლიერი, მაგრამ მგრძნობიარეა' - ანორთოსისის პრეზიდენტი თემურ ქეცბაიაზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ფამაგუსტას ანორთოსისის პრეზიდენტმა ეუხენიოს ჰამბულასმა გუნდის მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ 52 წლის ქართველი სპეციალისტისა და მისი სამწვრთნელო შტაბის მუშაობით კმაყოფილია. 

თემურ ქეცბაიას ანორთოსისთან, რომელმაც  კონტრაქტი ზაფხულში ეწურება. კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურში, აელ-თან შინ წაგებული მატჩის (1:2) შემდეგ სპეციალისტმა აღნიშნა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, დიდი ალბათობით, ის კლუბს დაემშვიდობება.

ანორთოსისის პრეზიდენტმა ქეცბაიასთან თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობაზე ილაპარაკა:

"კლუბის ადმინისტრაცია აბსოლუტურად კმაყოფილი ვართ იმ სამუშაოთი, რომელიც სამწვრთნელო შტაბმა გასწია. ფაქტია, რომ თემურის დაბრუნებამ ახალ ენერგია და თავდაჯერება შეგვძინა. თითქმის ყოველდღიურად ხვდებით, როგორც საწვრთნელი პროცესის დროს, ისე პირადად, რადგან მასთან საუბარი სასიამოვნოა. ბოლოს გუშინ შევხვდით. თანამშრომლობის გაგრძელებაზე თათბირი დაწყებული გვაქვს, მაგრამ ბოლოში ჯერ არ გავსულვართ, რადგან მნიშვნელოვანი პერიოდი გვიდგას - თასის ½-ფინალი. საკითხს მივუბრუნდებით, როდესა რაღაც-რაღაცები გაირკვევა. 

ქეცბაიას წასვლის შემთხვევაში, ანორთოსისს ალბათ ქართული ლეგიონიც დატოვებს

შეთანხმება მარტივი არ იქნება, რადგან არის რამდენიმე საკითხი, თუმცა პირადად მე მსურს, რომ თანამშრომლობა გაგრძელდეს. ყველა ასპექტი უნდა გავითვალისწინოთ. წინ უმნიშვნელოვანესი სამი კვირა გვაქვს, რომელიც გადამწყვეტი იქნება.  

ქეცბაიას სიტყვები, რომ შესაძლოა ანართოსისს დაემშვიდობოს? ასეთი რამ ბუნებრივია კრიტიკისა და ჭორების შემდეგ, მაგრამ არ უნდა გვაშფოთებდეს, ვინ რას წერს. ვესაუბრე თემურს და ვუთხარი, რომ ამას ყურადღება არ უნდა მიაქციოს. თემური ძლიერი, მაგრამ მგრძნობიარე პიროვნებაა და კონტრაქტთან დაკავშირებით თქვა ის, რაც თქვა".

ანორთოსისი კვიპროსის პირველ დივიზიონში 53 ქულით მე-4 პოზიციაზეა და უკვე 9 ქულით ჩამორჩება ევროთასების ზონას. ქეცბაიას გუნდი 14 აპრილს თასის ნახევარფინალში აპოელ-ს ეთამაშება და ევროთასების საგზურის მოპოვების ერთადერთი შანსიც სათასო წარმატებაა. 

კომენტარები

ბოლო ამბები