Thumbnail

მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტები ქართველ ძიუდოისტებს მიმართავენ - თქვენთან ვართ!

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ქართველი ძიუდოისტების პროტესტი გრძელდება
  • მსოფლიო ძიუდო ქართული ძიუდოს მხარდასაჭერად გაერთიანდა

ქართველ ძიუდოისტებსა და საქართველო ძიუდოს ფედერაციას შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია. საქართველოს ეროვნული ნაკრების ძიუდოისტები ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ. მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტები ვიდეომიმართვებს ავრცელებენ და ქართველ ძიუდოისტებს მოუწოდებენ, რომ ბოლოდე იბრძოლონ და არ დანებდნენ.

ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები ქართველ ძიუდოისტებს თანადგომას უცხადებენ: რუსტამ ორუჯოვი, დავიდ მოურა, ფაბიო ბასილე, ფრან გარიგოსი, ნემანია მაიდოვი, არსენ გალსტიანი, ანრი ეგუტიძე, ატილა უნგვარი, ეშლი მაკენზი, ალექსანდრ კუკოლი, კლარისე აგბენენუ, ნაოჰისა ტაკატო, ორხან საფაროვი, რაფაელა სილვა, როი მეიერი, რიუნოსუკე ჰაგა. - ეს იმ ძიუდოისტთა არასრული სიაა, რომლებიც ქართველი ძიუდოისტებს მხარდაჭერას უცხადებენ.

პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ დავით ქევხიშვილი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს არ დატოვებს.

კომენტარები

ბოლო ამბები