Thumbnail

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სტარტზე შვედეთში 0:1 წააგო. მუნდიალის მატჩებში ჩვენი ეროვნული გუნდის მოუგებელი სერია გრძელდება.

whoscored.com-მა ამ მატჩში მონაწილე ფეხბურთელებს შეფასებები დაუწერა. ტრადიციულად, ეს შეფასებები სტატისტიკაზეა დაყრდნობილი და სუბიექტური ნაკლებადაა.

whoscored.com - საქართველოს ნაკრების შეფასებები

გიორგი ლორია - 6.6
გრიგოლ ჩაბრაძე - 6.5, გურამ კაშია - 7.1, ლაშა დვალი - 6.4, გურამ გიორბელიძე - 6.6
ჯაბა კანკავა - 6.4, გიორგი აბურჯანია - 6.3
საბა ლობჟანიძე - 5.9, ნიკა კვეკვესკირი - 6.3, ხვიჩა კვარაცხელია - 6.7
გიორგი ქვილითაია - 6.1

სათადარიგოები: გიორგი ბერიძე - 6.1, გიორგი მიქაუტაძე - 6.1, ლევან შენგელია - 6.2, ოთარ კიტეიშვილი - 6.0, ვაკო გვილია - 5.9

როგორც ხედავთ, ვილი სანიოლის გუნდში საუკეთესო დამსახურებულად გახდა ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია, მან 7.1 ქულა მიიღო. 6.7 დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც მხოლოდ ტაიმი ითამაშა, ხოლო ლორიამ და დებიუტანტმა გიორბელიძემ - 6.6.

პირველ ტაიმში ერთ-ერთ ეპიზოდში გურამ კაშიამ საოცრად ითამაშა, როცა მეკარესთან პირისპირ გასულ ისაკს ბურთი ფეხიდან ააცალა და გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. მთელი თამაშის განმავლობაში მას მხოლოდ ერთი უხეში შეცდომა ჰქონდა. 

მაღალი კლასის ეპიზოდი გურამ კაშიას შესრულებით

შვედეთის ნაკრებში საუკეთესო იყო გოლის ავტორი ვიკტორ კლაესონი (8.0). მაღალი შეფასება მიიღო შვედების გოლკიპერმა კრისტოფერ ნორდფელდტმაც - მან ორჯერ აშკარა გოლისგან იხსნა კარი - 7.4. 7.3 ჰქონდა მცველ ჰელანდერს. ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელმაც საგოლე პასი მიითვალა, 7.0 ქულით დაკმაყოფილდა. 

თითქმის ყველა სტატისტიკურ ასპექტში შვედების უპირატესობა იყო, თუმცა არცისე დიდი - დარტყმები - 10:8; ბურთის ფლობა - 54.8%:45.2%; პასის სიზუსტე - 83%:79%; მოგებული საჰაერო ორთაბრძოლები - 19:11; ორთაბრძოლები - 16:12; კუთხურები - 4:2. ერთადერთი დრიბლინგების მხრივ უპირატესობა საქართველოს ნაკრებს ჰქონდა: 8:6. 

ამ სტატისტიკიდანაც კარგად ჩანს, რომ ამ თამაშში მეტის მიღწევა წარმოუდგენელი არ იყო, რადგან შვედეთის ნაკრებს საუკეთესო თამაში სულაც არ ჰქონდა. 

📺 შვედეთი v საქართველო [მიმოხილვა]

📌 კარისკენ დარტყმები: ქვილითაია (3), კანკავა, აბურჯანია, გვილია, შენგელია, მიქაუტაძე

📌 კარში დარტყმები: ქვილითაია (2), შენგელია

📌 მნიშვნელოვანი პასები: შენგელია, კანკავა, აბურჯანია, ჩაბრაძე, გიორბელიძე, ბერიძე

📌 პასების სიზუსტე: ბერიძე - 100%, დვალი - 95%, კვეკვესკი - 89%

📌 მოგებული საჰაერო დუელი: კაშია (3), კანკავა (2), დვალი, ქვილითაია, გიორბელიძე, მიქაუტაძე, კვარაცხელია

📌 ბურთთან შეხება: კაშია - 96, დვალი - 71, ჩაბრაძე - 69

📌 დრიბლინგი: კვარაცხელია (4), ჩაბრაძე, გიორბელიძე, კანკავა, ლობჟანიძე

📌 მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ: ჩაბრაძე (3), გორბელიძე (3), ქვილითაია (3)

📌 თამაშგარე: კვარაცხელია

📌 ბურთის გამოტანა სახიფათო ზონიდან: კაშია (9)

📌 პასები: კაშია - 79, დვალი - 61, კანკავა - 41

📌 ჩაწოდება: ჩაბრაძე (3), აბურჯანია (2), ლობჟანიძე (2), შენგელია (2)

კომენტარები

ბოლო ამბები