Thumbnail

საქართველოს ნაკრების ჯგუფში დღეს კიდევ ერთი მატჩი გაიმართა. ესპანეთის ნაკრებმა საბერძნეთს უმასპინძლა და ყველასათვის მოულოდნელად, გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ესპანელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხეს - ეს ალვარო მორატამ კოკეს პასით გააკეთა. საინტერესოა, რომ მატჩის პირველ ნახევარში საბერძნეთის ნაკრებს ჯამში 84 ზუსტი პასი ჰქონდა, მაშინ, როცა ესპანეთიდან მხოლოდ სერხიო რამოსს 100 ზუსტი პასი ჰქონდა!

56-ე წუთზე ბერძნებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს - პენალტით. მიუხედავად დიდი უპირატესობისა, ესპანელებმა გატანა ვეღარ მოახერხეს! ბურთის ფლობის მხრივ ლუის ენრიკეს გუნდს უდიდესი უპირატესობა ჰქონდა (77%-23%), მაგრამ ეს შედეგზე ვერ ასახა.

მომდევნო მატჩს “ფურია როხა” თბილისში ჩაატარებს - საქართველოსა და ესპანეთის მატჩი კვირას, “დინამო არენაზე” 20:00-ზე დაიწყება.

ესპანეთი 1:1 საბერძნეთი

გოლები: 1:0 მორატა (33), 1:1 ბაკასეტასი (56-პენ)

ესპანეთი (4-3-3): უნაი სიმონი - ლორენტე, სერხიო რამოსი (46. ინიგო მარტინესი), გარსია, გაია - ოლმო (64. პედრი), როდრი, კოკე (72. ტიაგო ალკანტარა) - ფერან ტორესი (72. ოიარსაბალი), მორატა, კანალესი (65. ბრაიანი).

საბერძნეთი (4-3-3): ვლახოდიმოსი - ბაკაკისი, პაპადოპულოსი, ცაველასი, ციმიკასი (80. კირიაკოპულოსი) - მანტალოსი (46. ციოლისი), ზეკა, ბუხალაკისი - ლიმნიოსი (46. სიოპისი), ბაკასეტასი (78. იაკუმაკისი), მასურასი (65. ფორტუნისი).

კომენტარები

ბოლო ამბები