Thumbnail
  • ცსკა 87:72 ცრვენა ზვეზდა
  • თორნიკე შენგელია: 16 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი

ევროლიგის რეგულარული სეზონის 31-ე ტურის მატჩში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ცრვენა ზვეზდას უმასპინძლა და 87:72 დაამარცხა. 

შესანიშნავად ითამაშა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, რომელმაც 27 წუთში 16 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა. გამარჯვებულ გუნდში ის საუკეთესო იყო ქულებით და მე-2 მარგი ქმედების კოეფიციენტით - 23 (ჰაკეტს 1-ით ჩამორჩა). ცრვენა ზვეზდას რიგებში დავიდოვაცმა 20 ქულა მოაგროვა. 

ცსკას 30 მატჩის შემდეგ 20 მოგება და 10 მარცხი აქვს და მე-2 პოზიციაზეა. 30 მარტს ცსკა ზენიტს ესტუმრება. 

კომენტარები

ბოლო ამბები