Thumbnail

შვედური aftonbladet.se-ის ინფორმაციით, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა ფეხბურთელებს უკვე უთხრა იმ 11-კაციანი სია, რომლითაც საქართველოს ნაკრებთან ყატარი 2022-ის პირველ საკვალიფიკაციო მატჩს დაიწყებს. 

სიაში საკმაოდ არის სიურპრიზები - შეტევაში იქნება, როგორც ნაკრებში დაბრუნებული ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ასევე რეალ სოსიედადის ახალგაზრდა ფორვარდი ალეკსანდერ ისაკი. სამაგიეროდ, კარში არ იდგება რობინ ოლსენი, ხოლო ნახევარდაცვაში სასტარტოში არ იქნებიან ალბინ ეკდალი და ემილ ფორსბერგი, რაც საკმაოდ უცნაურია. გამოცემის აზრით, მათ ანდერსონი შემდეგი მატჩებისთვის დაასვენებს და მხოლოდ მე-2 ტაიმში გამოიყვანს. 

ასე რომ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ეროვნულ ნაკრებში 4.5 წლის (1 737 დღე) შემდეგ პირველად ითამაშებს ეროვნულ ნაკრებში. ის გახდება შვედეთის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე 39 წლის ასაკში და გადაასწრებს თომას რაველის. 

შეგახსენებთ, რომ ტრავმების გამო შვედეთის ნაკრებმა უკვე მოისაკლისა მარკუს ბერგი და ანდრეას გრანკვისტი, ასევე ნახევარმცველი იოაკიმ ნილსონი. 

შვედეთი: კრისტოფერ ნორდფელდტი - მიკაელ ლუსტიგი, ვიკტორ ლინდელიოფი, ფილიპ ჰელანდერი, ლუდვიგ აუგუსტინსონი - დეიან კულუშევსკი, სებასტიან ლარსონი, კრისტოფერ ოლსონი, ვიკტორ კლაესონი - ალეკსანდერ ისაკი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი.  

კომენტარები

ბოლო ამბები