Thumbnail

რამდენიმე წუთში შვედეთისა და საქართველოს ნაკრები გუნდების მატჩი დაიწყება. ეროვნული გუნდისთვის ეს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩია.

გაირკვა ის ძირითადი შემადგენლობა, რომლითაც საქართველო თამაშს დაიწყებს. ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა თავის სადებიუტო მატჩში საინტერესო თერთმეტეული შეარჩია. ძირითად შემადგენლობაში არ არის გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა ახლახან მიიღო. სანიოლმა თამაშის დაწყება ერთი გამოკვეთილი ცენტრფორდვარდით გადაწყვიტა და ის გიორგი ქვილითაიაა. მის უკან ხვიჩა კვარაცხელია და საბა ლობჟანიძე ითამაშებენ. ნახევარდაცვის ცენტრში სამი ფეხბურთელია - კაბა კანკავა, გიორგი აბურჯანია და ნიკა კვეკვესკირი.

გურამ კაშია მატჩების რაოდენობით კახა კალაძეს უთანაბრდება

ყველაზე საინტერესო ამბავი: დაცვის მარჯვენა ფლანგზე თამაშს დინამო ბათუმის ფეხბურთელი გრიგოლ ჩაბრაძე დაიწყებს, მარცხნივ კი - გურამ გიორბელიძე! ისინი ეროვნულ ნაკრებში პირველად ითამაშებენ. დაცვის ცენტრში გურამ კაშიასთან ერთად ლაშა დვალი ითამაშებს. კაშიასთვის ეს ეროვნულ გუნდში 82-ე თამაშია და ამ მაჩვენებლით კახა კალაძეს უთანაბრდება.

შვედეთი V საქართველო

შვედეთი (4-4-2): ნორდფელდტი - ლუსტიგი, ლინდელიოფი, ჰელანდერი, აუგუსტინსონი - კულუშევსკი, ლარსონი, ოლსონი, კლაესონი - ისაკი, იბრაჰიმოვიჩი.  

საქართველო (4-3-2-1): ლორია - ჩაბრაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე - კანკავა, კვეკვესკირი, აბურჯანია - ლობჟანიძე, კვარაცხელია - ქვილითაია.

სათადარიგოები: მამარდაშვილი, კუპატაძე, კაკაბაძე, ტაბიძე, ზივზივაძე, კიტეიშვილი, გრიგალავა, ბერიძე, შენგელია, ჯიღაური, გვილია, მიქაუტაძე. 

ხვიჩა კვარაცხელია, რა თქმა უნდა, ძირითად შემადგენლობაშია
📸 | GFF

2022 წლის მუნდიალის შესარჩევში საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ასპარეზობს. შვედეთის გარდა, ეროვნული გუნდის მეტოქეები ესპანეთის, საბერძნეთისა და კოსოვოს ნაკრები გუნდები იქნებიან. დღესვე, პირველი ტურის მეორე მატჩში ესპანეთი საბერძნეთს მასპინძლობს, კოსოვოს ნაკრები კი სასტარტო ტურში ისვენებს. შვედეთის შემდეგ, საქართველოს ნაკრები 28 მარტს ესპანეთს უმასპინძლებს, 31 მარტს კი საბერძნეთს სტუმრად, სალონიკიში დაუპირისპირდება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები