Thumbnail
  • დიდიე დეშამის გუნდმა ანდრეი შევჩენკოს ნაკრებს ვერ აჯობა
  • ბელგიამ უელსთან შემოატრიალა, თურქეთმა ნიდერლანდებს დამაჯერებლად მოუგო

ყატარი 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპი ევროპის კონტინენტზეც დაიწყო - პირველი თამაში სტამბოლში გაიმართა, სადაც "ათათიურქ ოლიმპიატზე" G ჯგუფში თურქეთის ნაკრებმა ნიდერლანდებს უმასპინძლა და 6-გოლიან თრილერში 4:2 აჯობა...

ტურნირის პირველი გოლის ავტორი 35 წლის ვეტერანი ბურაქ ილმაზია, თუმცა შესაძლოა, ეს გოლი არც ჩათვლილიყო ტურნირზე VAR რომ ყოფილიყო. ამის გამო მატჩში კიდევ რამდენიმე საკამათო ეპიზოდი იყო და არამარტო ამ დაპირისპირებაში...

ლილის ფორვარდმა კი მალე პენალტით დუბლი შეასრულა სტუმართა კარში. მეორე ტაიმი ჩალჰანოღლუს შორეული გოლით დაიწყო, თუმცა შემდეგ ფრანკ დე ბურის გუნდმა გაიბრძოლა, გოლები შეცვლაზე შესულებმა კლაასენმა და ლუკ დე იონგმა გაიტანეს, მაგრამ ყველაფერი ბურაქ ილმაზის საჯარიმო დარტყმით და ვეტერანის ჰეთ თრიკით დასრულდა. მატჩის ბოლოს მემფის დეპაიმ მასპინძელთა მეკარეს პენალტი ვერ გაუტანა - 4:2. 

📺 თურქეთი v ნიდერლანდები [მიმოხილვა]

სენსაცია მოხდა სენ დენიში, სადაც ანდრეი შევჩენკოს ნაკრებმა კიმპემბეს ავტოგოლის წყალობით ფრეს მიაღწია - 1:1. არადა, ფრანგებმა ანტუან გრიზმანის სუპერგოლით გახსნეს ანგარიში.

📺 საფრანგეთი v უკრაინა [მიმოხილვა]

ძალიან კარგი გოლი გავიდა ბრიუსელშიც, სადაც კევინ დე ბრუინმა უელსელთა კარი დალაშქრა. საბოლოოდ, ბელგიამ გარეთ ბეილი და კომპანია 3:1 დაამარცხა, მას მერე, რაც თამაშში მარცხდებოდა. 

📺 ბელგია v უელსი [მიმოხილვა]

საკვირველია, მაგრამ სუსტ მეტოქეებთან ვერ გაიტანეს კრიშტიანო რონალდომ (პორტუგალიამ 1:0 მოუგო აზერბაიჯანს ტურინში) და ერლინგ ჰაალანდმა (ნორვეგიამ სტუმრად გიბრალტარი 3:0 გაანადგურა). სენსაციური გამოდგა ბალკანური დერბი - სლოვენიამ 1:0 დაამარცხა ხორვატიის ნაკრები. 

📺 ბარაკის გოლი. ესტონეთი v ჩეხეთი

ბურაქ ილმაზის გარდა პირველ დღეს ჰეთ თრიკი შეასრულა ტომაშ სუჩეკმაც, ხოლო მისმა ჩეხეთმა ესტონეთს ნეიტრალურზე 6:2 მოუგო. აქ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ესტონელებმა ლამის მეორე შემადგენლობით ითამაშეს, გუნდში კოვიდსიტუაციის გამწვავების გამო. 

პირველ დღეს დუბლები მიითვალეს ტეემუ პუკიმ (ფინეთი), სტევან იოვეტიჩმა (მონტენეგრო) და ალეკსანდარ მიტროვიჩმა (სერბეთი).  

ყატარი 2022. კვალიფიკაცია. ევროპა

A ჯგუფი

პორტუგალია 1:0 აზერბაიჯანი 

გოლი: 1:0 მედვედევი (36. ავტოგოლი)

პორტუგალია (4-3-3): ლოპეში - კანსელო, დიაში, დუარტე, მენდეში - ნეტო (63. რ. სილვა), მოუტინიო (46. ბ. ფერნანდეში), ნევეში (88. პალინია) - რონალდო, ანდრე სილვა (75. ჟოაო ფელიქსი), ბერნარდო სილვა (88. ოლივეირა) 

სერბეთი 3:2 ირლანდია 

გოლები: 0:1 ბროუნი (18), 1:1 ვლაჰოვიჩი (40), 2:1 მიტროვიჩი (69), 3:1 მიტროვიჩი (75), 3:2 კოლინზი (86)

D ჯგუფი

საფრანგეთი 1:1 უკრაინა

გოლები: 1:0 გრიზმანი (19), 1:1 კიმპემბე (57. ავტოგოლი)

საფრანგეთი (4-4-2): ლორისი - პავარი, ვარანი, კიმპემბე, ლ. ერნანდესი - კომანი (63. უ. დემბელე), კანტე, რაბიო, მბაპე (77. მარსიალი) - გრიზმანი, ჟირუ (63. პოგბა)

ფინეთი 2:2 ბოსნია/ჰერცეგოვინა

გოლები: 0:1 პიანიჩი (55), 1:1 პუკი (58), 2:1 პუკი (77), 2:2 სტევანოვიჩი (84)

E ჯგუფი

ბელგია 3:1 უელსი

გოლები: 0:1 უილსონი (10), 1:1 დე ბრუინი (22), 2:1 ტ. აზარი (28), 3:1 ლუკაკუ (73-პენალტი)

ბელგია (3-4-3): კურტუა - ალდერვეირელდი, ვერმალენი (46. დენაიერი), ვერტონგენი - მონიე, დონდონკერი, ტილემანსი, ტ. აზარი (83. კასტანი) - დე ბრუინი, ლუკაკუ, მერტენსი (93. ტროსარი)

ესტონეთი 2:6 ჩეხეთი

გოლები: 1:0 საპინენი (12), 1:1 შიკი (18), 1:2 ბარაკი (27), 1:3 სუჩეკი (32), 1:4 სუჩეკი (43), 1:5 სუჩეკი (48), 1:6 იანკტო (56), 2:6 ანიერი (86)

G ჯგუფი

თურქეთი 4:2 ნიდერლანდები 

გოლები: 1:0 ბურაქ ილმაზი (15), 2:0 ბურაქ ილმაზი (34-პენალტი), 3:0 ჩალჰანოღლუ (46), 3:1 კლაასენი (75), 3:2 ლ. დე იონგი (76), 4:2 ბურაქ ილმაზი (81)

შენიშვნა: დეპაიმ პენალტი ვერ გაიტანა (95)

თურქეთი (4-1-4-1): ჩაკირი - ჩელიკი, კაბაკი, სოიუნჯუ, მერაში - იოკუშლუ - კარამანი (78. აიჰანი), ტუფანი (64. ანტალიალი), ჩალჰანოღლუ (78. უნალი), იაზიჩი (64. ერკინი) - ბურაქ ილმაზი (90. თურუჯი)

ნიდერლანდები (4-3-3): კრული - ტეტე, დე ლიხტი, ბლინდი (82. გრავენბერხი), ვეინდალი (82. ვან აანჰოლტი) - დე რონი (62. ლ. დე იონგი), ვეინალდუმი, ფ. დე იონგი - ბერხოეისი, დეპაი, მალენი (69. კლაასენი)

ლატვია 1:2 მონტენეგრო

გოლები: 1:0 იკაუნიეკსი (40), 1:1 იოვეტიჩი (41), 1:2 იოვეტიჩი (83) 

გიბრალტარი 0:3 ნორვეგია

გოლები: 0:1 სორლოტი (43), 0:2 ტორსტვედტი (45), 0:3 სვენსონი (57)

H ჯგუფი

კვიპროსი 0:0 სლოვაკეთი

მალტა 1:3 რუსეთი

გოლები: 0:1 ძიუბა (23), 0:2 ფერნანდეში (35), 1:2 მბონგი (56), 1:3 სობოლევი (90)

სლოვენია 1:0 ხორვატია

გოლი: 1:0 ლოვრიჩი (15)

კომენტარები

ბოლო ამბები