Thumbnail
  • MMA-ში საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტური გაიმართა
  • მთავარი ბრძოლები სრულად და ყველა ჩხუბის შედეგი

MMA-ში საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტურის ორთაბრძოლები გაიმართა, რომელიც პირველ ტურზე უფრო საინტერესო გამოდგა. საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნული ფედერაციის მიერ ორგანიზებული ტურნირი საინტერესო და სანახაობრივი გამოვიდა.

პირდაპირი რეპორტაჟი ევროპაბეთისა და პოპსპორტის ფეისბუქის გვერდებზე, ასევე პოპსპორტის იუთუბის არხზე მიმდინარეობდა.

ბრეგვაძის და თამლიანის ჩხუბი Main Card-ის უმთავრესი დაპირისპირება იყო

საერთო ჯამში, მე-2 ტურში 9 ბრძოლა გაიმართა, რომელთაგან მთავარი (Main Card) 4 დუელი გახლდათ. მთავარი ბრძოლები ფოთელი ელგუჯა გოგიასა და ახალციხელი მერუჟან პალიანის ჩხუბით დაიწყო, რომელიც უდიდეს ინტერესს იწვევდა, თუმცა პალიანმა მალევე შეძლო გამარჯვების მოპოვება - ტექნიკური ნოკაუტით.

Main Card ელგუჯა გოგიას და მერუჟან პალიანის ჩხუბით დაიწყო

ლუკა ბრეგვაძის და ბექა თამლიანის ჩხუბი Main Card-ის უმთავრესი დაპირისპირება გახლდათ. პირველივე რაუნდი ძალიან საინტერესო გამოვიდა - ზუსტად ისეთი, როგორსაც ველოდით! პირველმა რაუნდმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. მეორე რაუნდში, ბრეგვაძემ ტექნიკური ნოკაუტით მოიგო და ქამრის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იქნება.

ლუკა ბრეგვაძე ქამრის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იქნება

თამაზ ბოჭორიშვილმა საკმაოდ ადვილად შეძლო ნიკა ბუქურის დამარცხება (ტექნიკური ნოკაუტით). ბოლო ბრძოლაში ვეფხო ჭინჭარაულს როლანდ პლუჟნიკოვთან უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ პირველ და მეორე რაუნდში ეს შედეგში ვერ ასახა. სამაგიეროდ, მესამე რაუნდში საქმე გამარჯვებამდე სწორი ტაქტიკით, დამსახურებულად მიიყვანა. ქებას იმსახურებს ბათუმელი სპორტსმენიც, რომელმაც ბოლომდე თავდაუზოგავად იბრძოლა.

MAIN CARD-ის ბრძოლები

შენიშვნა: წყვილებში გამარჯვებულები მონიშნულია მუქი ფერით

👊 66 კგ: ელგუჯა გოგია (ფოთი) V მერუჟან პალიანი (მე-13 Legion, ახალციხე)

👊 77 კგ: ლუკა ბრეგვაძე (ვეფხისტყაოსანი, თბილისი) VS ბექა თამლიანი (WARRIORS TBILISI, წალკა)

👊 77 კგ: ნიკა ბუქური (თეთრი არწივი, მთიულეთი) VS თამაზ ბოჭორიშვილი (GURAM FIGHT CLUB, თბილისი)

👊 61 კგ: როლანდ პლუჟნიკოვი (MAXIMUS FIGHT CLUB, ბათუმი) V ვეფხო ჭინჭარაული (ვეფხისტყაოსანი, თბილისი)

5 ბრძოლა Under Card-ში

მანამდე, Under Card-ის ბრძოლები გაიმართა. საღამო ძალიან ინტენსიური, დაძაბული, უშეღავათო ჩხუბით დაიწყო - თბილისელმა ლუკა გიორგაძემ და ზესტაფონელმა ირაკლი მახათაძემ ძალიან მაგარი სანახაობა შემოგვთავაზეს. მეორე რაუნდში მახათაძეს დაღლა დაეტყო და გიორგაძემ ბრძოლა მტკივნეული ილეთით მოიგო. ეს მისი ზედიზედ მეორე გამარჯვებაა საქართველოს ჩემპიონატში.

პირველ ბრძოლაში ლუკა გიორგაძემ ირაკლი მახათაძე დაამარცხა

მეორე ბრძოლა, ახალციხელ მამიკონ ბეგოიანსა და თბილისელ ვაჟა მაჭარაშვილს შორის არანაკლებ დაძაბული იყო - თანაბარი პირველი რაუნდის შემდეგ, მეორეში ბეგოიანის მცირე უპირატესობა გამოიკვეთა. მე-3 რაუნდში მაჭარაშვილი უკვე ფაქტობრივად მხოლოდ თავს იცავდა და ბეგოიანმა ბრძოლა გამარჯვებამდე ტექნიკური ნოკაუტით მიიყვანა.

მანუჩარ ერქვანიამ ირაკლი ფიფია დაამარცხა

მესამე ბრძოლაში, თბილისელმა ნიკა აბრამიშვილმა მტკივნეული ილეთით დაამარცხა სენაკელი გიორგი კანკავა. ამის შემდეგ ერთმანეთს გიორგი წამალაიძე და რომან ყურაშვილი დაუპირისპირდნენ. პირველმა რაუნდმა ყურაშვილის მცირე უპირატესობით ჩაიარა. გამარჯვებული ვერც მეორე რაუნდმა გამოავლინა. უმძიმესი ბრძოლის მესამე რაუნდში ყაზბეგელმა წამალაიძემ მსაჯების გადაწვეტილებით გაიმარჯვა. Under Card-ის ბოლო ბრძოლაში მანუჩარ ერქვანიამ პირველსავე რაუნდში, დიდი უპირატესობით შეძლო ირაკლი ფიფიას დამარცხება. 

UNDER CARD-ის შედეგები

შენიშვნა: წყვილებში გამარჯვებულები მონიშნულია მუქი ფერით

👊 66 კგ: ირაკლი მახათაძე (მეომარი, ზესტაფონი) VS ლუკა გიორგაძე (მემეტე, თბილისი)

👊 93 კგ: მამიკონ ბეგოიანი (მე-13 Legion, ახალციხე) VS ვაჟა მაჭარაშვილი (დავითიანი, თბილისი)

👊 70 კგ: გიორგი კანკავა (ჯიქი, სენაკი) VS ნიკა აბრამიშვილი (ვეფხისტყაოსანი, თბილისი)

👊70 კგ: გიორგი წამალაიძე (ყაზბეგი) VS რომან ყურაშვილი (ვეფხისტყაოსანი, სენაკი)

👊 93 კგ: მანუჩარ ერქვანია (მემეტე, თბილისი) VS ირაკლი ფიფია (გორი)

📺 ვიდეო: მთლიანი ივენთი და ყველა ბრძოლა სრულად

კომენტარები

ბოლო ამბები