Thumbnail

ახალი სანქცია ბლატერს - ფიფას ყოფილი პრეზიდენტი ისევ დასაჯეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ფიფას ექს-პრეზიდენტი ფეხბურთში საქმიანობას 6 წლითა და 8 თვით ჩამოაშორეს
  • ბლატერთან ერთად ფიფას ყოფილი გენერალური მდივანი ჟერომ ვალკეც დაისაჯა

ფიფას ყოფილ პრეზიდენტს ზეპ ბლატერსა და ორგანიზაციის ყოფილ გენერალურ მდივანს ჟერომ ვალკეს, ეთიკის კოდექსის დარღვევის გამო, ფეხბურთში ნებიესმიერი საქმიანობა 6 წლით და 8 თვით აკრძალული აქვთ. 

ამის შესახებ ორგანიზაციის საიტი წერს, რომლის ცნობით, ბლატერსა და ვალკესთან მიმართებაში გამოძიება სხვადასხვა ბრალდებით მიმდინარეობდა. საუბარია ფიფას მაღალჩინოსნებისთვის უკანანო პრემიების გაცემასა და სხვა დარღვევებზე.

ბლატერისა და ვალკეს დისკვალიფიკაცია მას შემდეგ ამოქმედდება, რაც წინა დასრულდება. ბლატერზე ახალი სანქცია ძალაში 2021 წლის 8 ოქტომბრიდან შევა, ვალკესთვის კი - 2025 წლის 8 ოქტომბრიდან. ამას გარდა, ფიფას ორივე ყოფილი მაღალჩინოსანი მილიონი შვეიცარული ფრანკით დაჯარიმდა.
 
85 წლის ზეპ ბლატერი ფიფას 1998-2015 წლებში ხელმძღვანელობდა. ბლატერი უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინისთვის 2 მილიონი შვეიცარული ფრანკის უკანონოდ გადარიცხვაში ამხილეს და 2015 წლის შემოდგომაზე ფეხბურთს 8 წლთ ჩამოაშორეს. აპელაციის შემდეგ ვადა 6 წლამდე შემცირდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები