Thumbnail

რონალდ კუმანი დიდი ხნით - ბარსელონა მწვრთნელის მუშაობით კმაყოფილია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რონალდ კუმანი ჟოან ლაპორტას თავის მომავალთან დაკავშირებით ესაუბრა
  • კატალონიური კლუბი მწვრთნელს ნდობას მომავალ სეზონშიც გამოუცხადებს 

ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა თავის მომავალთან დაკავშირებით მოლაპარაკება კატალონიური კლუბის ახალ პრეზიდენტთან ჟოან ლაპორტასთან გამართა. ამის შესახებ ესპანური მედია იუწყება, რომლის ცნობით, ნიდერლანდელი სპეციალისტი თანამდებობაზე მუშაობას მომავალ სეზონშიც გააგრძელებს.

როგორც ირკვევა, მწვრთნელისა და პრეზიდენტის შეხვედრა 23 მარტს, სტადიონ “კამპ ნოუზე” გაიმართა და მას კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრებიც ესწრებოდნენ. ბარსელონას ხელმძღვანელობა კმაყოფილია მიმდინარე სეზონში კუმანის მუშაობით და სურვილს გამოთქვამს, სპეციალისტმა გუნდთან მუშაობა მომავალ სეზონშიც გააგრძელოს. 
  
შეხვედრაზე ასევე განიხილეს მემფის დეპაის, ერიკ გარსიასა და ჟორჟინიო ვაინალდუმის პოტენციური ტრანსფერები და ისაუბრეს ლიონელ მესის ახალ კონტრაქტზე. შეგახსენებთ, არგენტინელ თავდამსხმელს კატალონიელებთან ხელშეკრულება ამ ზაფხულს ეწურება. რონალდ კუმანმა გამოთქვა სურვილი, ტრანსფერებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში მონაწილეობა აქტიურად მიიღოს. 

მესისთან კონტრაქტის გახანაგრძლივება ჟოან ლაპორტას მთავარი მიზანია

58 წლის რონალდ კუმანმა ბარსელონა 2020 წლის აგვისტოში ჩაიბარა. კატალონიური გუნდი ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში, 28 მატჩში მოპოვებული 62 ქულით მეორე ადგილზეა. ცხრილს მადრიდის ატლეტიკო 66 ქულით ლიდერობს. კატალონიელებმა ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლა 1/8-ფინალში, პსჟ-სთან ორი მატჩის ჯამში წაგების შემდეგ დაასრულეს.

კომენტარები

ბოლო ამბები