Thumbnail

მსოფლიოს რეკორდები ვარჯიშზე - ტალახაძემ ეს თავისუფლად შეძლო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება
  • ვარჯიშზე დამყარებული რეკორდები ოფიციალურად არ ითვლება

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ძალოსნობაში ლაშა ტალახაძემ ვარჯიშზე მსოფლიოს რეკორდი დაამყარა ვარჯიშზე, როგორც ატაცში, ისე აკვრაში. პირველ დისციპლინაში მან 223 კილოგრამი შტანგა დაძლია, მეორეში კი - 265. 

რაც მთავარია, ლაშამ ეს საკმაოდ იოლად მოახერხა. შეგახსენებთ, რომ ვარჯიშზე ნაჩვენები შედეგები ოფიციალურად არ ითვლება. ასე რომ, 109+ კგ კატეგორიაში მსოფლიოს რეკორდებად კვლავ 220 (ატაცი) და 264 (აკვრა) და ორჭიდის ჯამში 484 რჩება. ბუნებრივია, ეს რეკორდებიც ქართველ ძალოსანს ეკუთვნის. 

27 წლის ტალახაძე 3-11 აპრილს მოსკოვში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს და, სავარაუდოდ, იქ შეეცდემა მსოფლიოს რეკორდების დამყარებას. 

კომენტარები

ბოლო ამბები