Thumbnail

ყალბი თუ ნამდვილი - რა თქვა ქეცბაიაზე ანორთოსისის ვიცე-პრეზიდენტმა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

აელ-თან მარცხის შემდეგ თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ მან არ იცის, გაახანგრძლივებს თუ არა კონტრაქტს ანორთოსისთან, თუმცა "დიდი ალბათობით" ის გუნდში აღარ იქნება. ამან კვიპროსულ მედიაში დიდი რეზონანსი გამოიწვია...

სოციალურ მედიაში გავრცელდა მიმოწერა ანორთოსისის ერთ-ერთ ფანსა და კლუბის ვიცე-პრეზიდენტ ანდრეას პულაიდისს შორის, რომელშიც კლუბის მთავარი მეწილის, ხრისტოს პულაიდისის ვაჟი წერს, რომ მას არ ჰგონია, რომ მომავალ სეზონშიც ქეცბაია გაწვრთნის გუნდს. ამან იმხელა აჟიოტაჟი გამოიწვია, რომ უმცროს პულაიდისს საჯაროდ გამოსვლა და ინფორმაციის უარყოფა მოუწია: "ეს ფოტო, რომელიც ვრცელდება ქსელში "ფეიკია" და სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს". 

ანორთოსისის ფანი ამტკიცებს, რომ ეს მიმოწერა ყალბი არ არის და პულაიდისთან ერთად გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს

მიუხედავად ამ უარყოფისა, კვიპროსული Goal ამტკიცებს, რომ დღევანდელი მდგომარეობით ორივე მხარე (მწვრთნელი და კლუბი) უკმაყოფილოა და უახლოეს ხანებში საჯაროდ გახდება ცნობილი. აღსანიშნავია, რომ სათასო პერსპექტივა მნიშვნელოვანია, თუმცა არა გადამწყვეტი ქართველი მწვრთნელის მომავალი კარიერისთვის. 

📺 გიორგი ქვილითაიას ფანტასტიკური გოლი აელ-თან

შეგახსენებთ, რომ 52 წლის ქართველ სპეციალისტს ანორთოსისთან მაისამდე აკავშირებს ხელშეკრულება. მასთან ერთად გუნდიდან, დიდი ალბათობით, ქართველი ლეგიონერების უმეტესობაც წავა. ანორთოსისი კვიპროსის პირველ დივიზიონში 53 ქულით მე-4 პოზიციაზეა და უკვე 9 ქულით ჩამორჩება ევროთასების ზონას. ქეცბაიას გუნდი 14 აპრილს თასის ნახევარფინალში აპოელ-ს ეთამაშება და ევროთასების საგზურის მოპოვების ერთადერთი შანსიც სათასო წარმატებაა. 

კომენტარები

ბოლო ამბები