Thumbnail
  • გარეთ ბეილს სურს, რომ ევროპის ჩემპიონატს სასურველ კონდიციებში შეხვდეს
  • უესლელის მიზანი სეზონის ბოლოს 'სამეფო კლუბში' დაბრუნებაა

გარეთ ბეილი მადრიდის რეალიდან იჯარით ლონდონის ტოტენჰემში გასული წლის სექტემბერში გადავიდა. უელსელს "სამეფო კლუბის" მთავარ მწვრთნელთან ზინედინ ზიდანთან არცთუ ისე კარგი ურთიერთბა ჰქონდა...

ფრანგი სპეციალისტის რეალში დაბრუნების შემდეგ, ბეილი ფაქტობრივად არ თამაშობდა და დროს სულ სათადარიგოთა სკამზე ატარებდა. უთამაშებლობის 31 წლის ფეხბურთელისთვის დიდი პრობლემა იყო, რადგან უელსმა მომავალ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატზე უნდა იასპარეზოს, ბეილის კარგ სათამაშო ფორმაში ყოფნა კი ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

სწორედ ამიტომ გარეთი ტოტენჰემში წავიდა, სადაც უფრო მეტი პრაქტიკა აქვს. მისი თქმით ლონდონში დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც სწორედ ეს იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდში უელსელი ციდად არ გამოიყურება იგი უკან, რეალში დაბრუნებას მაინც გეგმავს:

"მთავარი მიზეზი, რის გამოც ტოტენჰემში დავბრუნდი, ფეხბურთის თამაშის სურვილი იყო. მსურდა, ევროპის ჩემპიონატისთვის კარგ ფორმაში ვყოფილიყავი. გეგმა იყო, რომ ერთი სეზონი ტოტენჰემში გამეტარებინა, ხოლო ევროპის ჩემპიონატის შემდეგ რეალში კიდევ 1 წლით დავრჩენილიყავი. ჩემი გეგმაა დავბრუნდე უკან, ისე როგორც დაგეგმილი მქონდა", - განაცხადა ბეილმა.

გარეთ ბეილმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი 5 გოლით და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები