Thumbnail

გოლოვკინის 2 წუთიანი ბრძოლა - დაუმარცხებელმა ყაზახმა ტიტულები მეოცედ დაიცვა!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • გოლოვკინმა რეკორდი გაიმეორა
  • ბრძოლა 1 წუთი და 53 წამი გაგრძელდა

ყაზახმა მოკრივემ - გენადი გოლოვკინმა ვანეს მარტიროსიანთან იჩხუბა და ბრძოლა 2 რაუნდში, წარმოშობით სომეხი, ამერიკელი მოკრივის ნოკაუტით დაასრულა.

გოლოვკინმა ქამრები მეოცედ დაიცვა და ამ რეკორდით ბერნარდ ჰოპკინსს გაუთანაბრდა. თავდაპირველად ყაზახს კანელო ალვარესთან უნდა ეჩხუბა, თუმცა მექსიკელმა მარტში დოპინგ-ტესტი ვერ გაიარა.

კანელომ და გოლოვკინმა 2017 წლის სექტემბერში იჩხუბეს და ბრძოლა მსაჯების გადაწყვეტილებით ფრედ დასრულდა.

"11 წელია ჩემპიონი ვარ" განაცხადა გოლოვკინმა ბრძოლის შემდეგ. "მოვიდეს კანელო და წაიღოს ჩემი ქამრები."

კომენტარები

ბოლო ამბები