Thumbnail
  • იოსებ ტყემალაძე და მორაგბეები ერთმანეთს შევარდენის ბაზაზე შეხვდნენ
  • რაგბის კავშირის პრეზიდენტი მათ ფრენჩაიზის ჩამოყალიბებაზე ესაუბრა

საქართველოს რაგბის კავშირის ახალი პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე "ბორჯღალოსნებს" შეხვდა, რუსეთთან გამარჯვება მიულოცა და გეგმებზე ესაუბრა.

პრეზიდენტმა ნაკრების წევრებს უთხრა, რომ მათი წარმომადგენელი აუცილებლად იქნება რაგბის კავშირის გამგეობაში და გარდა ამისა, რეგულარულად შეხვდებიან კავშირის პრეზიდენტი და ნაკრების კაპიტანი ერთმანეთს შუამავლის გარეშე.

მორაგბეები ტყემალაძესთან შეხვედრაზე

ტყემალაძემ აღნიშნა, რომ ახალი სეზონიდან მნიშვნელოვნად გაიზრდება ქართული კლუბების დაფინანსება და მისი ოდენობის განსაზღვრისას, გათვალისწინებული იქნება ბავშვთა გუნდების ვერტიკალი. ასევე დიდი ყურადღება მიექცევა კლუბების მენეჯმენტის საკითხს და რაც ასევე მნშვნელოვანია, ქართული ფრენჩაიზის ჩამოყალიბებას. პოპსპორტი შეხვედრაზე და შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ კომენტარებს გთავაზობთ.

იოსებ ტყემალაძე: "ქვეყნის ნაკრები ეროვნული საგანძურია და მას ყველა უნდა გავუფრთხილდეთ. პირველსავე გამგეობაზე დავაყენებ საკითხს, რომ მისი წარმომადგენელი იყოს გამგეობაში. გარდა ამისა, ნაკრების მიერ არჩეული პერიოდულობით შედგება შეხვედრა კაპიტანთან და სხვადასხვა საკითხებს პირადად გავივლით. ეს ბიჭები საამაყონი არიან მთელი ქვეყნისთვის და უდიდესი მომავალი აქვთ. მათ ვესაუბრე სამომავლო გეგმებზე და აღვუთქვი თანადგომა ნებისმიერი საკითხის გადაჭრაში. მათ ეყოლებათ საკუთარი წარმომადგენელი გამგეობაში, რომელიც ნაკრების სათქმელს ჩვენამდე მოიტანს."

მერაბ შარიქაძე: "საინტერესო შეხვედრა იყო. ბატონმა სოსომ მოგვილოცა გამარჯვება და გვისურვა წარმატებები მომავალ შეხვედრაში. ვისაუბრეთ ნაკრების სამომავლო გეგმებზე. ხაზგასმით ითქვა, რომ იქნება ფრენჩაიზი, რაც ყველა ჩვენგანისთვის დიდი მოტივაციაა. ესაა ერთადერთი საშუალება, რათა მოხდეს როგორც მოთამაშეთა ინდივიდუალური, ასევე გუნდური განვითარება, რადგან ნაკრებს ფიზიკურად ვერ ექნება ამ რაოდენობის მაღალი დონის თამაშები."

ჯაბა ბრეგვაძე: "იმედისმომცემი შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებსა და კრიზისიდან გამოსვლის გზებზე. ყველას გაგვიჩნდა იმედი, რომ ქართულ რაგბს ნათელი მომავალი ექნება."

კომენტარები

ბოლო ამბები