Thumbnail
  • COPA 90-მა თემურ ქეცბაიას სახელობის გამოკითხვა დაიწყო
  • მიზანი გოლის საუკეთესო აღნიშვნის გამოვლენაა
  • ხმის მიცემა ინსტაგრამზე, კომენტარებში შეიძლება

“გოლის 8 იკონური აღნიშვნა და ერთი გამარჯვებული, რომელსაც თქვენ ირჩევთ” - ასე იწყება COPA 90-ის პოსტი ინსტაგრამზე, რომელსაც ქეცბაიას თასი (Ketsbaia Trophy) ჰქვია.

ფეხბურთის გულშემატკივრობის გლობალური კულტურის გვერდმა, რომელსაც ინსტაგრამზე მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, გადაწყვიტა, სოციალურ მედიაში გამოკითხვით გოლის ყველაზე მაგარი აღნიშვნა გამოავლინოს და ამ ‘შეჯიბრს’ ქეცბაიას თასი დაარქვა. ალბათ მიხვდით, რატომაც - თუ ვერ მიხვდით, ჯერ ქვემოთ ნახეთ, როგორ აღნიშნა საქართველოს ნაკრების ლეგენდამ ბოლტონის კარში გატანილი გოლი, ნიუკასლში თამაშის დროს.

📺 ქეცბაიას გოლი და აღნიშვნა ბოლტონთან

COPA 90-ის გამოკითხვა პიერ-ემერიკ ობამეიანგისა და გარეთ ბეილის შეჯიბრით დაიწყო - ობამეიანგის Wakanda Forever ბეილის გულის წინააღმდეგ. პოსტში ჩანს, რომ მომდევნო გამოკითხვებში იქნება პოლ გასკოინის და ინგლისის ნაკრების, ასევე რობი ფაულერის, ემილ ჰესკის, მეგან რაპინოს, გაბრიელ ბატისტუტას და ფრანჩესკო ტოტის ლეგენდარული აღნიშვნები. თავად ქეცბაიას ცნობილი ‘ზეიმი’ ამ გამოკითხვაში, რა თქმა უნდა, არ არის - მას ხომ ქეცბაიას თასი ჰქვია და თემურის ის სიგიჟე უკონკურენტოა...

კომენტარები

ბოლო ამბები