Thumbnail
  • ნაკრები მუნდიალის საკვალიფიკაციო ტურნირს მეშვიდედ იწყებს
  • ეროვნული გუნდის საინტერესო ფაქტები და სტატისტიკა

25 მარტს საქართველოს ნაკრები ახალი მწვრთნელით, ფრანგი ვილი სანიოლით თავისი ისტორიის ახალ ფურცელს იწყებს. მართალია, ეს ისტორია ჯერ ისეთი მდიდარი არ არის, როგორც გულშემატკივრებს სურთ, მაგრამ გუნდი უკვე საიუბილეო 250-ე მატჩს თამაშობს...

ზოგადი ფაქტები

📌 ყველაზე დიდი გამარჯვება (v სომხეთი - 7:0 (1997)

📌 ყველაზე დიდი მარცხი (v დანია - 1:6 (2005)

📌 ყველაზე გრძელი მოგებათა სერია - 5 მატჩი

📌 ყველაზე გრძელი წაუგებელი სერია - 10

📌 ყველაზე გრძელი მშრალი სერია - 4

📌 ყველაზე გრძელი მოუგებელი სერია - 15

📌 ყველაზე გრძელი წაგებათა სერია - 7

📌 ყველაზე გრძელი მშრალი სერია (ვერ გატანა) - 4

ნაკრები და მუნდიალი

ეროვნულმა გუნდმა 249 თამაშიდან 56 მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში გამართა. საქართველოს ნაკრებმა მუნდიალის ფინალურ ეტაპზე გასვლა 6-ჯერ სცადა და ყოველთვის წარუმატებლად. 

მუნდიალების შესარჩევებში ნაკრების ბომბარდირი ალექსანდრე იაშვილია - 7 გოლი

📌 საუკეთესო შედეგი იყო 2002 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ჯგუფში (5 გუნდი) მე-3 ადგილზე გასვლა.

📌 ამ საკვალიფიკაციო ეტაპის გარდა, როგორც წესი, ნაკრები ბოლოსწინა ადგილზე გადიოდა ჯგუფში (4-ჯერ), ერთხელ კი - 2010 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციოზე - ბოლო ადგილზე გავიდა (6 გუნდში). 

📌 56 მატჩში გუნდმა მოიგო 9, 16 ფრედ ითამაშა და 31 წააგო. ბურთების შეფარდება - 51:89. 

📌 საქართველოს ბოლო მუნდიალის საკვალიფიკაციოში თამაში არ მოუგია. ასე რომ, უკანასკნელად 2014 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციოზე მოიგო - 2012 წელს ოქრიაშვილის გოლით ბელარუსი 1:0 დაამარცხა. 

მხოლოდ მუნდიალზე

📌 კეპები: 1. კობიაშვილი - 33, 2. ხიზანიშვილი - 29, 3. კალაძე - 28, 4. იაშვილი - 19, 5. კაშია - 19. 

📌 გოლები: 1. იაშვილი - 7, 2. დემეტრაძე - 5, 3. კობიაშვილი - 5, 4.ქეცბაია - 4.

📌 3-3 გოლი აქვთ: შოთა არველაძეს, მალხაზ ასათიანსა და ვაკო ყაზაიშვილს. საოცარია, მაგრამ ნაკრების ბომბარდირ არველაძეს 26-დან მხოლოდ 3 გოლი აქვს გატანილი მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩებში.

📌 ნაკრებმა მუნდიალის შესარჩევის ბოლო 28 მატჩში (3 საკვალიფიკაციო ეტაპი) მხოლოდ 1 თამაში მოიგო, მაშინ, როცა წინა 28 მატჩში (3 საკვალიფიკაციო) 8 თამაშის მოგება შეძლო. 

ნაკრები და ფეხბურთელები

საქართველოს ნაკრების 267-მა ფეხბურთელმა 249 მატჩში 285 გოლი გაიტანა. 

ჯაბა კანკავას შანსი აქვს, ოქტომბერში საბერძნეთთან მე-100 მატჩი ითამაშოს ნაკრებში

📌 100 კეპი აქვს ლევან კობიაშვილს, 93 - ჯაბა კანკავას, 92 - ზურაბ ხიზანიშვილს. აღსანიშნავია, რომ პირველი სფფ-ის პრეზიდენტია, მესამე - მწვრთნელის ასისტენტი, კანკავა კი კვლავ თამაშობს და გუნდის კაპიტანიცაა.

📌 ჯაბა კანკავას მე-100 მატჩის გამართვა 9 ოქტომბერს საბერძნეთთან (როგორც კობიაშვილმა) თბილისში შეეძლება, თუკი მანამდე არც ერთ სანაკრებო თამაშს არ გამოტოვებს (რუმინეთთან ამხანაგურის ჩათვლით). 

შვედეთში გურამ კაშიამ შესაძლოა, მე-20 მატჩი ითამაშოს მუნდიალის შესარჩევში

📌 4. კახა კალაძე - 83, 5. გურამ კაშია - 82, 6. გიორგი ნემსაძე - 69, 7. ალექსანდრე იაშვილი - 67, 8. გოჩა ჯამარაული - 62, 9. გიორგი ლორია - 62, 10. შოთა არველაძე - 61. 

📌 მარტის თამაშებში გურამ კაშიას კალაძის გადასწრების შანსი აქვს, ხოლო გიორგი ლორიას - ჯამარაულის. 

📌 267 ფეხბურთელიდან 5 გარდაცვლილია: ზაზა ელოშვილი, მამუკა ფანცულაია, შალვა აფხაზავა, ზურაბ ფოფხაძე და თენგიზ სიჭინავა. 

📌 ლევან კობიაშვილმა მე-100 მატჩი 2011 წელს საბერძნეთთან მატჩში გამართა. 

📌 ყველაზე გრძელი სანაკრებო კარიერა ჰქონდა ზურაბ ხიზანიშვილს - 16 წელიწადი, 4 თვე და 6 დღე (1999-2015). 

ნაკრები და გოლები

ნაკრების ფეხბურთელებმა ჯამში 285 გოლი გაიტანეს. გუნდის კაპიტან ჯაბა კანკავას შანსი მიეცა, მოწინავე ბომბარდირთა სიაში გაერიოს. 

2012-ში თორნიკეს გოლი ბოლო იყო, რომელმაც ნაკრებს მუნდიალის მატჩში გამარჯვება მოუტანა

📌 ნაკრების მთავარი ბომბარდირი შოთა არველაძეა - 26 გოლი. მან ეს 61 მატჩში მოახერხა. 

📌 მეორე ადგილზე თემურ ქეცბაიაა - 17 გოლი 52 მატჩში.

📌 მე-3 ადგილზეა ალექსანდრე იაშვილი 15 გოლი 67 შეხვედრაში.

📌 სამ ფეხბურთელს 12-12 გოლი აქვს გატანილი: ლევან კობიაშვილს, თორნიკე ოქრიაშვილს და გიორგი დემეტრაძეს. 

📌 7. ვაკო ყაზაიშვილი - 11, 8. ჯაბა კანკავა - 10, 9. მიხეილ ყაველაშვილი - 9, 10. დავით სირაძე და გიორგი ქინქლაძე - 8-8.

📌 ჯაბა კანკავა ერთი გოლით ყაზაიშვილს ეწევა, ორი გოლით ტრიოს, სამით კი სუფთა მე-4 ადგილზე გადადის. 

📌 ნაკრების პირველი გოლი გია გურულმა გაიტანა, მე-100 - ალექსანდრე იაშვილმა, მე-200 - თორნიკე ოქრიაშვილმა. 

ნაკრები და კლუბები

ნაკრებში ჯამში 267 კლუბის ფეხბურთელებს უთამაშიათ. ბუნებრივია, ერთი კლუბი გამორჩეულია, თუმცა უცნაურია, რომ მე-2 და მე-3 ადგილზე უცხოური კლუბები არიან.

ფრაიბურგი ნაკრების კადრებით ერთ-ერთი მთავარი მომმარაგებელი იყო

📌 ნაკრებში ყველაზე მეტჯერ დინამო თბილისის ფეხბურთელებს უთამაშიათ - 484 მატჩი. ამჯერად, დინამოს ერთი ფეხბურთელიც არ არის გამოძახებული. 

📌 მეორე ადგილზე არის ფრაიბურგი (გერმანია) - 98 თამაში, მესამეზე - ვლადიკავკაზის ალანია (რუსეთი) - 94.

📌 ეროვნული ლიგის წარმომადგენელი ტორპედო ქუთაისი მე-4 ადგილზეა - 85. 

📌 5. ლოკომოტივი მოსკოვი (78), 6. ვიტესი (77), 7. ლოკომოტივი თბილისი (76), 8. რუბინი (74), 9. ზესტაფონი (71), 10. დნიპრო (63). 

📌 თბილისის ლოკომოტივს მე-5 პოზიციაზე გადასვლის შანსი აქვს. ამისთვის საჭიროა გურამ კაშიამ და გიორგი მამარდაშვილმა (ჯამში) 3 მატჩი ითამაშონ მარტის სანაკრებო პაუზისას. თუ ხვიჩა კვარაცხელია სამივე მატჩს ითამაშებს, მაშინ რუბინი მე-6 ადგილზე მყოფ ვიტესს დაეწევა.  

ნაკრები და არენები

ნაკრებმა 108 არენაზე გამართა მატჩები, 25 მარტს საქართველო სოლნაში მისთვის 109-ე სტადიონზე ითამაშებს. 

ზურაბ ხიზანიშვილი იგლი ტარეს წინააღმდეგ. ნაკრებმა 'ქემალ სტაფაზე' 8 მატჩი ითამაშა

📌 ყველაზე მეტი მატჩი გუნდმა, რა თქმა უნდა ეროვნულ სტადიონზე (დღეს დინამო არენა) ჩაატარა - 70. 

📌 26 მატჩი მოდის "მიხეილ მესხზე" (მანამდე ლოკომოტივი). 

📌 მალტის "ტა ქალმა" საქართველოს ნაკრებს 9-ჯერ უმასპინძლა! ხოლო ალბანეთის "ქემალ სტაფამ" 8-ჯერ. 

📌 ნაკრებმა 4-4-ჯერ "ავივაზე" (ირლანდია) და "ცირიონზე" (კვიპროსი) ითამაშა. 

ნაკრები და მწვრთნელები

ოფიციალურად, ვილი სანიოლი ეროვნული გუნდის 21-ე დამრიგებელია, თუმცა წინა 20-კაციან სიაში რამდენიმე ისეთი მწვრთნელია, რომელთაც დროებითი თავკაცის სტატუსით მოუწიათ 1-2 მატჩის გამართვა.

ვლადიმირ ვაისი ნაკრების ყველაზე წარმატებული მწვრთნელია

📌 ნაკრების პირველი თავკაცი იყო გივი ნოდია 1 მატჩი - 1990 წელს. 

📌 ბოლო, მე-20 რამაზ სვანაძე, რომელმაც ესტონეთთან მატჩში გუნდიდან უკვე წასული ვლადიმირ ვაისი შეცვალა. 

📌 ვლადიმირ ვაისი ყველაზე მეტჯერ, 47-ჯერ ედგა ნაკრებს სათავეში. 2. თემურ ქებაია - 40, 3. ალექსანდრე ჩივაძე - 35 მატჩი. 

ნაკრები და მსაჯები

ნაკრების 249 მატჩი 210-მა მსაჯმა განსაჯა. 

📌 3-3-ჯერ უმსაჯიათ ჩვენი გუნდის თამაშები: რომანს ლაიუკსს (ლატვია), ლუბოშ მიხელს (სლოვაკეთი), ჩარლს აგიუსს (მალტა), ალიაკსეი კულბაკოვს (ბელარუსი) და სურენ ბალიანს (სომხეთი). 

შენიშვნა: სხვადასხვა წყაროებში შესაძლოა, იყოს განსხვავებული მონაცემები საქართველოს ნაკრების სტატისტიკასთან დაკავშირებით.

კომენტარები

ბოლო ამბები