Thumbnail
  • TOP 14-ის ბოლო ტური - რეგულარული სეზონი დასრულდა
  • ოთხი ქართველი მორაგბე TOP 14-დან გავარდა
  • გორგოძის მორიგი ტრავმა?
  • ლექსო ყაულაშვილის ლელო სტად ფრანსესთან

TOP 14-ში ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. ბრივმა ბორდოს დაძაბულ ბრძოლაში 22:20 მოუგო. ბრივის სათადარიგო სკამზე სოსო ბეკოშვილი და კარლენ ასიეშვილი იყვნენ. ქართველი მორაგბეები 47-ე წუთზე ერთდროულად ჩაერთნენ შეხვედრაში და მატჩი ბოლომდე ჩაამთავრეს. ბრივმა მეტოქეს ბოლო წუთზე საჯარიმო ლელოთი სძლია.

ბრივი TOP 14-დან გავარდა. სოსო ბეკოშვილი და ვასილ ლობჟანიძე გუნდში რჩებიან. სავარაუდოდ, ასიეშვილს TOP 14-ის რომელიმე კლუბი გაუფორმებს კონტრაქტს.

ბრივთან ერთად ოიონაც გავარდა TOP 14-დან. ირაკლი მირცხულავას გუნდი ბოლო ტურში კასტრთან განადგურა - 54:3. ქართველი მორაგბე ძირითად შემადგენლობაში იყო და 56-ე წუთზე შეცვალეს. მატჩის ბოლო წუთზე მირცხულავას მინდორზე დაბრუნება მოუწია.

ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ მირცხულავა ოიონას დატოვებას აპირებდა. ბოლო ინფორმაციით, კლუბს სურს, რომ ქართველმა მორაგბემ ისევ დაიცვას კლუბის ღირსება.

ლა როშელმა სტად ფრანსეს 31:7 მოუგო. გამარჯვებულთა რიგებში ლექსო ყაულაშვილი სათადარიგო სკამზე იყო. ის 50-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე და მატჩის ბოლო წუთზე მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთიც დაამიწა. ლა როშელს 2 ქულა დააკლდა პლეი ოფის ზონაში მოსახვედრად.

TOP 14-ის ბოლო ტურში ქართული ლელო ვიხილეთ.

ვახტანგ ახობაძისა და თამაზ მჭედლიძის აჟენი ვასილ კაკოვინის რასინგთან სტუმრად 42:13 დამარცხდა. სამივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო. კაკოვინმა 51 წუთს ითამაშა, ახობაძე 4 წუთის შემდეგ გავიდა მინდვრიდან, ხოლო მჭედლიძე 71-ე წუთზე შეცვალეს.

რასინგმა რეგულარული სეზონი მე-2 ადგილზე დაასრულა, აჟენმა კი TOP 14-ში ადგილი შეინარჩუნა.

პომ ტულონთან 38:26 გაიმარჯვა. მამუკა გორგოძემ და ლევან ჩილაჩავამ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს. გორგოძე მე-17 წუთზე შეცვალეს. ლევან ჩილაჩავამ კი 45-ე წუთზე დატოვა მინდორი. ტულონმა პლეი ოფში გასვლა მოახერხა.

მონპელიეს ქართველებმა დაისვენეს. რეგულარული სეზონის ჩემპიონმა ლიონთან 32:24 წააგო. ლიონი პლეი ოფში გავიდა.

კლერმონმა ტულუზს 36:26 მოუგო. დავით ზირაქაშვილმა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო თამაში და 52 წუთს ითამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები