Thumbnail

Capcom-მა Resident Evil 8-ის სისტემური მოთხოვნები და სხვა დეტალები გაამჟღავნა

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • როგორც ჩანს, თამაშს მულტიფლეიერ მოუდიც ექნება
  • RE VIII ბეტა ტესტირებაზე სულ მალე, 8 აპრილს გაეშვება
  • თამაშის ოფიციალური გამოსვლის თარიღი 7 მაისია

იაპონურმა დეველოპერულმა სტუდია Capcom-მა, როგორც იქნა, საკუთარი ლეგენდარული საშინელებათა ჟანრის ფრენჩაიზის, Resident Evil-ის მე-8 ნაწილის შესახებ ახალი დეტალები გაგვიმხილა. როგორც ჩანს, თამაშის დემო ვერსია სატესტოდ სულ რაღაც ორ კვირაში, 8 აპრილს გაეშვება. 

რა საკვირველია, ამის გაგების შემდეგ, გეიმერებს უფრო მეტად დააინტერესათ, რა სისტემური მოთხოვნები აქვს თამაშს. სტუდიამ ეს ინფორმაცია საკუთარ იაპონურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა და მათ ჩვენც გთავაზობთ.

მინიმალური სისტემური მოთხოვნები თამაშის გასაშვებად:

  • Ray Tracing: არა
  • ოპერატიული სისტემა: Windows 10 (64bit)
  • პროცესორი: intel core i5 7500 ან AMD Ryzen 3 1200 
  • შიდა მეხსიერება: 8 GB
  • გრაფიკული დაფა: Nvidia GeForce GTX 1050 Ti, 4GB VRAM
  • DirectX: Version 12
  • მეხსიერება დისკზე: უცნობია
     

რეკომენდირებული სისტემური მოთხოვნები თამაშის გასაშვებად:

  • Ray Tracing: კი
  • ოპერატიული სისტემა: Windows 10 (2004 წლის შემდეგ გამოშვებული ვერსია)
  • პროცესორი: intel core i7 8700 ან AMD Ryzen 5 3600 
  • შიდა მეხსიერება: 16 GB
  • გრაფიკული დაფა:  Nvidia GeForce GTX 2070 (4K/45fps)Nvidia GeForce GTX 3070 (4K/60fps), AMD Radeon RX 6700 XT (4K/45fps), AMD Radeon RX 6800 (4K/45fps), AMD Radeon RX 6800 XT(4K/60fps)
  • DirectX: Version 12
  • მეხსიერება დისკზე: უცნობია

Capcom-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ასევე ნათქვამია, რომ 1080p/60fps ხარისხით თამაში შესაძლებელი იქნება დაბალი მონაცემების მქონე კომპიუტერზეც. ამისთვის, თამაშში ინტეგრირებულია "Performance Focus" ფუნქცია. 

ამას გარდა, Capcom-მა განაცხადა, რომ Resident Evil: Village-ს მულტიფლეიერ მოუდიც ექნება, რომელშიც, შეგეძლებათ, თქვენი საყვარელი გმირებით, მეგობრებთან ერთად დაუპირისპირდეთ მონსტრებს. 

Resident Evil Village-ის სრული ვერსია 2021 წლის 7 მაისს გამოვა გაყიდვაში. მისი წინასწარი შეკვეთა უკვე შესაძლებელია. რაც შეეხება ბეტა ტესტირებას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 8 აპრილიდან იქნება ხელმისაწვდომი. ტესტირებაში მონაწილეობა  PlayStation 4-ის, PlayStation 4 Pro-ს, Xbox One-ის, Xbox One X-სა და პერსონალური კომპიუტერის (Steam-ის საშუალებით) მფლობელებს შეეძლებათ. ბეტა ტესტირება, თბილისის დროით, 8 აპრილს, დილის 11 საათზე გაიხსნება და 11 აპრილს, დილის 11 საათზე დაიხურება. 

კომენტარები

ბოლო ამბები