Thumbnail
  • 📅 28 მარტი | ⌚ 15:00 | 🏉 საქართველო V რუმინეთი | 📺 TV იმედი
  • ცნობილია იმ არბიტრების ვინაობაც, რომლებიც თბილისურ მატჩს განსჯიან

რუმინეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ენდი რობინსონმა ის 32 მოთამაშე დაასახელა, რომლებიც რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურის ეგიდით “ბორჯღალოსნებს” დაუპირისპირდებიან.

შემადგენლობაში 18 ფორვარდი და 14 უკანახაზელია. “მუხის ფოთლების” რიგებში გამოჩნდნენ ფლორიან როსუ და კრისტი კირიკა, სამაგიეროდ, ისევ ტრავმირებულები არიან ალექსანდრუ გორდაში, ლუჩიან მურეშანი, დამიან სტრატილა, კატალინ ფერკუ, იონელ ბადიუ, დრაგოშ სერი და ტანგიმანა ფონოვაი. ინგლისელი რობინსონის მიერ შერჩეულ რაზმში 8 ლეგიონერია: 7 საფრანგეთიდან და 1 – იტალიიდან.

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე ტურნირი პარალელურად 2023 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ტურნირიცაა. ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრები 14 ქულით ლიდერობს, რუმინეთი კი 9 ქულით მეორეა. მეტოქეებს უკვე 24-ჯერ უთამაშიათ, საიდანაც 14 მატჩი “ბორჯღალოსნებმა” მოიგეს, 9 – “მუხის ფოთლებმა”, ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

მოახლოებული მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 15:00 საათზეა დაგეგმილი და მას პორტუგალიელი მსაჯები მოემსახურებიან. მთავარი არბიტრი პაულო დუარტე იქნება, რომელმაც ცოტა ხნის წინ, თბილისშივე, საქართველო-რუსეთის შეხვედრა განსაჯა, მას კიდეებიდან ფრანსისკო სერა და ჟოზე მოიტა დაეხმარებიან, ვიდეო-რეფერი კი პედრო მენდეშ სილვა იქნება. 

რუმინეთი საქართველოსთან

ბურჯები: კონსტანტინ პრისტავიცა (ბაია მარე), ალექსანდრუ სავინი, ვასილე ბალანი (ორივე – სტიაუა), კოსტელ ბურტილა (კარკერენი, საფრანგეთი), ალექსანდრუ ტარუში (ძებრე, იტალია);
კვაჭები: ეუჟენ კეპეცინა (ტიმიშოარა), ტუდორ ბუტნარიუ (სტიაუა), ოვიდიუ კოჟოკარუ (ბაია მარე);
მეორე ხაზი: იოჰანეს ვან ჰეერდენი (დინამო), ადრიან მოტოცი (მასი, საფრანგეთი), მარიუს იფტიმიციუკი (პერიგო, საფრანგეთი), მარიუს ანტონესკუ (ბურგ-ენ-ბრესი, საფრანგეთი);
მესამე ხაზი: ვლად ნეკულაუ (ტიმიშოარა), კრისტი ბობოკი (კონსტანცა), ანდრეი გორკიოაია (ბაიონი, საფრანგეთი), კამილ სობოტა (სტიაუა), ფლორიან როსუ (ბაია მარე), კრისტი კირიკა (აპამენი, საფრანგეთი);
ჰავბექები: გაბრიელ რუპანუ (ტიმიშოარა), ფლორინ სურუჯიუ (სტიაუა), ალექსანდრუ ტიგლა (ბაია მარე);
მგეზავები: ტუდორ ბოლდორი, დანიელ პლაი (ორივე – სტიაუა);
შუამარბები: ფლორინ ვლაიკუ, ვლადუც პოპა (ორივე – სტიაუა), ალექსანდრუ ბუკური (ბაია მარე);
გარემარბები: სტივენ შენანი (ტიმიშოარა), იონუც დიმიტრუ, კოსმინ ილიუცა (ორივე – სტიაუა), ნიკოლას ონუცუ (ვიენი, საფრანგეთი);
ფულბექები: იონელ მელინტე (ტიმიშოარა), პოლ პოპოაია (ბაია მარე).

კომენტარები

ბოლო ამბები