Thumbnail

ბელგიური გენტის 21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მოიშუშა და მინდორზე გამოჩნდა. ჩაკვეტაძემ 80 წუთი ითამაშა ბრიუსელის ანდერლეხტთან ამხანაგურ მატჩში, რომელიც უგოლოდ დასრულდა.

გენტმა და ანდერლეხტმა ბელგიის ჩემპიონატში მატჩები გუშინ ჩაატარეს, დღევანდელ შეხვედრაში კი, ძირითადად ის ფეხბურთელები დატვირთეს, რომელთაც სხვადასხვა მიზეზთა გამო, თამაში იშვიათად უწევთ. საინტერესოა, რომ ჩაკვეტაძე ამჯერადაც სათადარიგოთა შორის იყო, თუმცა, კოტ დ’ივუარელმა დოგბოლე ნიანგბომ მალევე ტრავმა მიიღო, მის ნაცვლად შეხვედრაში ქართველი ლეგიონერი ჩაერთო და ბოლომდე საქმეში იყო.

ცნობისთვის, გიორგი ჩაკვეტაძემ 2020-21 წლების სეზონში ჟუპილერ ლიგაში სულ 3 მატჩი ითამაშა, ერთიც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე, მის ანგარიშზე 1 საგოლე პასია – მოპოვებული პენალტი, სწორედ ამ ეპიზოდში ვენის რაპიდის მეკარესთან შეჯახებისას მიიღო ქართველმა შემტევმა მძიმე ტრავმა. მას ოფიციალურ მატჩში 4 ოქტომბრის მერე არ უთამაშია. გენტს შიდა ასპარეზზე მომდევნო მატჩი 4 აპრილს ლიეჟის სტანდარდთან ელის და სავარაუდოა, რომ ჩაკვეტაძეს ამ მატჩის განაცხადშიც ვიხილავთ. გიორგი გამოძახებული არაა ეროვნულ ნაკრებში, რომელსაც 25 მარტიდან 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშები ელის.

🎬 Oefenwedstrijd KAA Gent - RSC Anderlecht

🎬 Volg hier live de oefenwedstrijd tussen KAA Gent en RSC Anderlecht. Opstelling KAA Gent: 33 Roef (GK) 4 Van Daele 8 Odjidja 🔁 De Bruyn 11 Niangbo 🔁Chakvetadze 15 Bahi 19 Veeckman 🔁 Bezus 21 Hanche-Olsen 🔁 Diedhiou 27 Parmentier 28 Georges 32 Plastun 34 Tissoudali 🔁 Oladoye Opstelling RSC Anderlecht: 16 Verbruggen (GK) 12 Mukairu 38 Dauda 40 Amuzu 47 Lissens 52 Stroeykens 55 Kana 56 Debast 61 Arnstad 68 Mehssatou 79 Bouchouari

Posted by KAA Gent on Monday, March 22, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები