Thumbnail
  • იუვენტუსი 3:1 ბოლონია
  • დუგლას კოშტამ თამაში შემოატრიალა
  • მილანი 4:1 ვერონა

იტალიის სერია A-ს 36-ე ტურში ტურინის იუვენტუსმა ბოლონიას უმასპინძლა და 3:1 მოუგო.

პირველი ტაიმი სტუმრებმა ვერდის პენალტით მოიგეს, მაგრამ სენსაცია არ შედგა - ჯერ დე მაიაომ მარჯვნიდან ჩაწოდებული საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში გათანაბრდა, მერე სამი ხედირამ მეკარის შეცდომით ისარგებლა და "ბებერი ქალბატონი" დააწინაურა. მესამე გოლი დუგლას კოშტას პასით პაულო დიბალამ გაიტანა. საუკეთესოდ ითამაშა შეცვლაზე შესულმა დუგლას კოშტამ. 

იუვენტუსს 36 თამაშიდან 91 ქულა აქვს და ნაპოლის 7 ქულით უსწრებს. ნეაპოლელები კვირას ტორინოს მასპინძლობენ და თუ წააგებენ, იუვენტუსი ორი ტურით ადრე გახდება იტალიის ჩემპიონი. 

საინტერესო ფაქტები

დუგლას კოშტამ ამ სეზონში 12 საგოლე პასიდან 7 შეცვლაზე შესვლის მერე მიითვალა.

სიმონე ვერდიმ (ბოლონია) ამ სეზონში 9 გოლიდან 8 პირველ ტაიმში გაიტანა.

მილანი 4:1 ვერონა

"სან სიროზე" მილანმა ვერონას უმასპინძლა და 4:1 მოუგო და ელიტიდან გააგდო. მასპინძელთაგან გოლები ჰაკან ჩალჰანოღლუმ, პატრიკ კუტრონემ, იგნაციო აბატემ და ფაბიო ბორინიმ გაიტანეს. 

მილანი 36 მატჩიდან 60 ქულით მე-6 ადგილზეა, ვერონა 25 ქულით ბოლოსწინაა. 

კომენტარები

ბოლო ამბები