Thumbnail
  • განახლებული ნემესიო დიესი

მექსიკის ლიგაში გუნდები ნელ-ნელა, ეტაპობრივად ანახლებენ მოედნებს. ნემესიო დიესის სტადიონი, იგივე "ბომბონერა" მეხიკოს შტატის ქალაქ ტოლუკაში მდებარეობს და მისი რეკონსტრუქცია 2017 წლის ზაფხულში დასრულდა.

"ბომბონერა" ნემესიო დიესს გულშემატკივრებმა ბოკა ხუნიორსის ლეგენდარულ ბომბონერასთან მსგავსების გამო შეარქვეს, რომელსაც სტადიონი ვერტიკალური ტრიბუნით წააგავს.

ვერტიკალური ტრიბუნა ნემესიო დიესზე
ტოლუკა, მექსიკა

ვინ თამაშობს: სტადიონი ადგილობრივი დეპორტივო ტოლუკას სახლია, გუნდი მექსიკის 10 გზის ჩემპიონია და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული კლუბი გახლავთ

ნემესიო დიესი 31.000 მაყურებელს იტვეს და ამ მხრივ ჩემპიონატში მეთორმეტე ადგილს იკავებს

ვის უთამაშია: ტოლუკამ 1970 და 1986 წლების მსოფლიო ჩემპონატებს უმასპინძლა. 1970 წლის მუნდიალზე მოედანმა ლუიჯი რივას იტალიის ჯგუფური ეტაპის მატჩებს უმასპინძლა და მაშინ ლუის დოსალის სახელს ატარებდა. ხოლო 1986-ში მასპინძელი მექსიკის B ჯგუფის მატჩები ჩატარდა, სადაც მექსიკის გარდა ერაყი, პარაგვაი და ბელგია ასპარეზობდნენ.

კიდევ ორი განახლებული არენა აცტეკას სამშობლოდან:

  • მონტერეი: BBVA ბანკომერი
მონტერეის ახალი სტადიონი: BBVA ბანკომერი. მთის ქალაქის სტადიონი, რომლის მდებარობა და ტირბუნათა დახრილობა ულამაზეს ხედებს შლის
მონტერეი, მექსიკა
მონტერეის რკინგის გიგანტი 51.000 მაყურებელს იტევს და ქვეყანაში სიდიდით აცტეკას და ხალისკოს შემდეგ მესამეა. მოედანზე 2015 წლიდან ადგილობრივი მონტერეი თამაშობს
  •  საპოპანი: ჩივასი
ჩივასი გვადალახარას საშინაო არენაა. კონსტრუქციის ღირებულება $200 მილიონს აჭარბებს.
საპოპანი, მექსიკა
2010 წელს სტადიონის გახსნით შეხვედრაში (გვადალახარა 3:2 მანჩესტერ იუნაიტედი) პირველი გოლი ხავიერ ერნანდესმა გაიტანა. იმავე ზაფხულს "ჩიჩარიტო" მანჩესტერ იუნაიტედის წევრი გახდა.
სტადიონი 2010-16 წლებში Omnilife-ს სახელს ატარებდა

 

კომენტარები

ბოლო ამბები