Thumbnail
  • ლენოვო ტენერიფე 85:78 მურსია
  • გიორგი შერმადინმა გამარჯვებაში სოლიდური წვლილი შეიტანა 

ესპანეთის ლიგა ენდესას 26-ე ტურში გიორგი შერმადინი ლენოვო ტენერიფეს გამარჯვებაში 14 ქულით დაეხმარა, მაგრამ ამჯერად ქართველი ცენტრი პარკეტზე საუკეთესო არ ყოფილა. მურსიასთან თამაში დაძაბული გამოდგა, კანარიელებმა პირველი პერიოდი წააგეს კიდევაც, მაგრამ მერე სამივე პერიოდში აჯობეს მეტოქეს და საბოლოოდ 85:78 მოიგეს.

31 წლის შერმადინმა მოედანზე გატარებულ 24:34 წუთში 14 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება შესძინა საკუთარ გუნდს. გიორგიმ 8-დან 5 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ეფექტურობის კოეფიციენტი 19 გამოუვიდა.

მატჩის MVP ერთმნიშვნელოვნად მარსელინო უერტასი იყო. ბრაზილიელმა გამთამაშებელმა 26 ქულა, 2 მოხსნა და 6 პასი დააგროვა 27 ეფექტურობის კოეფიციენტით. სხვათა შორის, გიორგი მხოლოდ უერტასს ჩამორჩა ამ კომპონენტში.

ლენოვო ტენერიფეს 24 თამაში აქვს ჩატარებული, საიდანაც 19-ჯერ იმარჯვა, 5-ჯერ დამარცხდა და მე-3 პოზიციაზეა, მომდევნო ტურის მატჩს კი 28 მარტს, საკუთარ დარბაზში ბასკეტ ვალენსიასთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები