Thumbnail

ლადო ხინჩეგაშვილმა შეხვედრა შემოატრიალა - პირველი ბრინჯაო თავისუფალ ჭიდაობაში

  • პირველი მედალი თავისუფალი ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე
  • ხინჩეგაშვილმა მეოთხე წონით კატეგორიაში შეძლო მედლის აღება

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მედალი მოიპოვა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის აღება მოახერხა. ხინჩეგაშვილმა მესამე ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში პოლონელი კრისტოფ ბიენკოვსკი დაამარცხა. პოლონელმა შეხვედრა აქტიურად დაიწყო და ოთხქულიანი ილეთი შეასრულა. ხინჩეგაშვილმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო და მეორე სეტში მეტოქეს ორი ორქულიანი ილეთის წყალობით 8:4 მოუგო.

ხინეგაშვილს ევროპის ჩემპიონატზე ოთხ წონაში აქვს მედალი აღებული: 55, 57, 61 და 65 კილოგრამ წონითა კატეგორიებში.

საქართველოს ნაკრებს კიდევ რამდენიმე მედლის მოპოვების შანსი აქვს. ქართველი მოჭიდავეები ფინალურ ბლოკში ხვალ იასპარეზებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები