Thumbnail

მარცხი ენდოსთან - ტოჩინოშინს ისევ უარყოფითი ბალანსი აქვს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშოზე მეშვიდე ბრძოლა ჩაატარა
  • ქართველ სუმოისტს 7 დღის შემდეგ 3 მოგება და 4 მარცხი აქვს

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში წლის მეორე სუპერტურნირი სუმოში გრძელდება. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ მეშვიდე ბრძოლა ჩაატარა და მეოთხედ დამარცხდა. მას მე-5 მაეგაშირა ენდო შეხვდა, რომელმაც ქართველ მებრძოლს შიტატედაშინაგეს ილეთით აჯობა.

ლევანს მერვე საჭიდაო დღეს მეათე მაეგაშირა მიდორიფუჯისთან ბრძოლა ელის. ტოჩინოშინს ჰარუ ბაშოზე უარყოფითი ბალანსი აქვს - მას 3 მოგება და 4 მარცხი დაუგროვდა.

კომენტარები

ბოლო ამბები