Thumbnail
  • ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში რუსეთის ქალაქ კასპიისკში მიმდინარეობს
  • მეორე დღე ქართველი მოჭიდავეებისთვის წარმატებული გამოდგა

რუსეთის ქალაქ კასპიისკში გრძელდება ევროპის ჩემპიონატში თავისუფალ ჭიდაობაში. მეორე დღეს, ნახევარფინალურ ბლოკში ასპარეზობის უფლება ოთხმა ქართველმა ფალავანმა მოიპოვა.

61 კგ. წონით კატეგორიაში ბექა ლომთაძე ასპარეზობს, რომელიც ნახევარფინალში აზერბაიჯანელ მირაჯალალ ჰასან ზადეს შეხვდება. მეოთხედფინალში ბექამ რუმინელი ივან გუიდია 11:0 გაანადგურა.

ლომთაძე ნახევარფინალშია

ბექა ლომთაძემ (61 კგ) 11-0 გაანადგურა რუმინელი ივან გუიდია და ევროპირველობის ნახევარფინალში გავიდა. ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ) დათმო მერვედფინალური შეხვედრა იტალიელების კუბელ მსოფლიოს ჩემპიონ ფრანკ ჩამიზოსთან 4-9.

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on შაბათი, 05 მაისი, 2018

86 კგ. წონით კატეგორიაშიც ქართულ-აზერბაიჯანული დაპირისპირება შედგება: სანდრო ამინაშვილის მეტოქე ალექსანდრ გოსტიევია. მეოთხედფინალში სანდრომ შვეიცარიელი სტეფან რეისმუსი 4:0 დაამარცხა.

სანდრო ამინაშვილი (86 კგ) ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.

სანდრო ამინაშვილი (86 კგ) ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. მოეთხედფინალურ შეხვედრაში შვეიცარიელ სტეფან რეისმუსს 4-0 მოუგო.

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on შაბათი, 05 მაისი, 2018

92. კგ. წონით კატეგორიაში ირაკლი მწითურის მეტოქე რუსი მოჭიდავე აბდულრაშიდ სადულაევი იქნება. ირაკლიმ მეოთხედფინალში სომეხი შამირ ატიანი 3:0 დაამარცხა.

ირაკლი მწითური ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.

ირაკლი მწითურმა (92 კგ) სომეხი შამირ ატიანი 3-0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. პირველ შეხვედრაში მწითურმა ბელარუს ივან იანკოვსკის მოუგო.

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on შაბათი, 05 მაისი, 2018

125 კგ. წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილი ასპარეზობს და როგორც მოსალოდნელი იყო, მანაც მიაღწია ნახევარფინალურ ეტაპს. გენოს მეტოქე პოლონელი რობერტ ბარანია. მეოთხედფინალში პეტრიაშვილმა ავსტრიელ ლუდშერს ადვილად, 11:0 მოუგო.

პეტრიაშვილი ნახევარფინალშია

გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) იოლად 11-0 მოუგო ავსტრიელ ლუდშერს და ნახევარფინალში პოლონეტ რობერტ ბარანს შეხვდება.

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on შაბათი, 05 მაისი, 2018

ნახევარფინალური ბლოკი დღეს, 18:15 საათზე დაიწყება

კომენტარები

ბოლო ამბები