Thumbnail
  • რეალი 89:96 ცსკა
  • თორნიკე შენგელია: 14 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი

ევროლიგის რეგულარული სეზონის 30-ე ტურის მატჩში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ მადრიდში რეალი 96:89 დაამარცხა და 19 მოგებით მე-4 ადგილზეა (ამდენივე გამარჯვება აქვთ წინ მყოფ ეფესსა და მილანოსაც). თორნიკე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 17:32 წუთში 14 ქულით გამოირჩა. საქართველოს ნაკრების კაპიტნის ანგარიშზეა თითო მოხნა და პასი, ასევე 2 ჩაჭრა. 

შენგელიას საოცარი პირველი მეოთხედი ჰქონდა, როცა 11 ქულა მოაგროვა და მოედანზე საუკეთესო იყო, სამწუხაროდ, მან პერსონალური ფოლები მალევე მიიღო და 5 ჯარიმით მე-3 მეოთხედში გავარდა. ცსკა-ს კლაიბერნმა 23 ქულა მოუტანა, ჯეიმსმა - 22. რეალის რიგებში საუკეთესო ტომპკინსი იყო 20 ქულით. ტავარეშმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 12 ქულა, 13 მოხსნა. 

25 მარტს ცსკა მოსკოვში ცრვენა ზვეზდას მასპინძლობს, რომელიც 8 გამარჯვებით ბოლოსწინა, მე-17 პოზიციაზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები