Thumbnail

ოქსანას გადამწყვეტი - კალაშნიკოვა Ladies Trophy-ის ნახევარფინალშია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • კალაშნიკოვა/კუდრიავცევა 4:6, 7:5, 16:14 მაროზავა/სასნოვიჩი
  • ნახევარფინალში მეტოქე მე-2 ნომრად განთესილი ამერიკული დუეტია

სანკტ პეტერბურგში WTA-ს ტურნირი Ladies Trophy მიმდინარეობს, სადაც წარმატებით ასპარეზობს ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა (71 წყვილთა რეიტინგში). ოქსანასა და რუსი ალა კუდრიავცევას წყვილმა საათ-ნახევარში დაამარცხა მე-4 ნომრად განთესილი ბელარუსული (მაროზავა/სასნოვიჩი) დუეტი - 4:6, 7:5, 16:14. ბოლოს ორივე წყვილმა ჯამში 7 მატჩ პოინტი გაანიავა, სანამ ოქსანამ მიღებაზე არ იყოჩაღა. 

ნახევარფინალში ქართულ-რუსული დუეტი მე-2 ნომრად განთესილ ამერიკულს (კრისტიანი/სანტამარია) ხვდება. 30 წლის ჩოგბურთელს WTA-ს ტურზე წყვილებში 4 ტურნირი აქვს მოგებული და 900 000 დოლარი გამომუშავებული. 

📺 გადამწყვეტი გათამაშება 

კომენტარები

ბოლო ამბები