Thumbnail

რეესტრმა დაარეგისტრირა: იოსებ ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ოფიციალურად: რაგბის კავშირს ახალი პრეზიდენტი ჰყავს
  • საჯარო რეესტრმა იოზებ ტყემალაძე დაარეგისტრირა

იოსებ ტყემალაძე რაგბის კავშირს უხელმძღვანელებს - საჯარო რეესტრმა ის საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დაარეგისტრირა.

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 24 თებერვალს ქვორუმის არარსებობის გამო გადაიდო. განმეორებითი არჩევნები 10 მარტს ჩატარდა და მასზე რეგისტრირებულმა 25-მა სუბიექტმა, ჯამში 42-მა (74-იდან) პრეზიდენტად ერთადერთი კანდიდატი, იოსებ ტყემალაძე აირჩია.

ერთ წელზე დიდხანს რაგბის კავშირი პრეზიდენტის გარეშე იყო. კავშირის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, თორნიკე გოგებაშვილის თქმით, ადმინისტრაციამ არსებული რესურსით მაქსიმუმი შეძლო. არსებობდა შიდა ჩემპიონატის შეწყვეტის საშიშროება, თუმცა პრობლემების ნაწილის მოგვარება სახელმწიფოს დახმარებით მოხდა.

იოსებ ტყემალაძემ განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი რაგბიში ინვესტიციების მოზიდვა, ფრანჩაიზის შექმნა და ჩემპიონატის განვითარება იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები