Thumbnail

რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლინ ჯონსმა შემადგენლობა დაასახელა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურის მატჩისთვის, რომელშიც “დათვების” პირისპირ ქართველი “ბორჯღალოსნები” დადგებიან.

რუმინეთთან თამშისგან განსხვავებით, უელსელმა სპეციალისტმა სასტარტო რაზმში 2 ცვლილება განახორციელა. ტრავმირებული კირილ გოტოვცევისა და ვლადისლავ პერესტიაკის ნაცვლად, მინდორზე ვლასდიმირ პოდრეზოვი და გერმან სილენკო გამოჩნდებიან. თადარიგში ვხედავთ სტეპან სერიაკოვსა და დენის ბარაბანცევს, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში დებიუტის მოლოდინში არიან.

რუსეთის ნაკრები საქართველოსთან

სასტარტო: 15. ალეკსანდრ ბუდიჩენკო (12 მატჩი, 5 ქულა), 14, ანდრეი კარზანოვი (2/0), 13. გერმან დავიდოვი (27/35), 12. კირილ გოლოსნიცკი (19/30), 11. ვასილი არტემიევი (98/170), 10. რამილ გაისინი (56/190), 9. კონსტანტინ უზუნოვი (18/5); 1. ვალერი მოროზოვი (26/5), 2. სტანისლავ სელსკი (42/30), 3. ვლადიმირ პოდრეზოვი (26/5), 4. ანდრეი ოსტრიკოვი (39/25), 5. ბოგდან ფედოტკო (26/25), 6. გერმან სილენკო (1/0), 7, ნიკიტა ვავილინი (17/15), 8. ვიკტორ გრესევი (კაპ, 112/110).

სათადარიგოები: 16. შამილ მაგომედოვი (6/5), 17. ევგენი მიშეჩკინი (18/0), 18. სტეპან სერიაკოვი (0/0), 19. ალეკსანდრ ილინი (13/0), 20. ანტონ სიჩევი (22/15), 21. დენის ბარაბანცევი (0/0), 22. იური კუშნარიოვი (118/802), 23. ხეტაგ ძობელევი (2/0).

შეგახსენებთ, რომ ხსენებული მატჩი 20 მარტს კალინინგრადში გახლავთ დაგეგმილი და თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება. ამ დროისთვის, “ბორჯღალოსნები” ტურნირს 9 ქულით ლიდერობენ, რუსეთი კი 4 ქულით მესამეა, თუმცა, თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. გასული 22 მატჩიდან საქართველოს ნაკრებს 20 აქვს მოგებული, 1 შეხვედრა ფრედ დასრულდა, სულ პირველი კი, 1993 წელს, რუსეთმა მოიგო. ქართველი მორაგბეები მეტოქეს ლელოებში 67:17-ს უგებენ, ქულებში კი – 595:267-ს.

კომენტარები

ბოლო ამბები