Thumbnail
  • ალეკსანდრ ხაცკევიჩმა ქართველი ფეხბურთელის მდგომარეობაზე ისაუბრა
  • 20 წლის ზურიკო დავითაშვილი როსტოვთან მატჩის 30-ე წუთზე შეცვალეს

ვოლგოგრადის როტორის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურში როსტოვთან მატჩში ტრავმა მიიღო. მან კოჭი იტკინა და 30-ე წუთზე იძულებით მოუწია მოედნიდან გასვლა. ჯერჯერობით, დაზიანების ხარისხი უცნობია, თუმცა თამაშის შემდეგ, 20 წლის შემტევზე კომენტარი ვოლგოგრადელთა მთავარა მწვრთნელმა ალეკსანდრ ხაცკევიჩმა გააკეთა:

"რა თქმა უნდა, ზურიკო დავითაშვილის ტრავმამ თამაშზე იმოქმედა, ის ბევრს მომენტს ქმნის თავისთვის და გუნდისთვის, აჩქარებს შეტევას. ჯერ უცნობია როდის გამოჯანმრთელდება. როსტოვთან ინექციით ითამაშა, მაგრამ ტკივილი მაინც ვერ გადალახა, ამიტომ უნდა შეგვეცვალა. ზურიკომ კოჭში დარტყმა ხიმკისთან შეხვედრაში მიიღო, მას ძალიან დიდი ჰემატომა აქვს".

ვილი სანიოლმა ზურიკო ეროვნულ ნაკრებში არ გამოიძახა, თუმცა თქვა, რომ მომავალში მისი იმედი აქვს

შეგახსენებთ, რომ ზურიკო საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში ბელარუსთან ამხანაგური მატჩისთვისაა (29 მარტი) გამოძახებული, თუმცა ჯერჯერობით უცნობია შეძლებს თუ არა მინდორზე გასვლას.

დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში როტორის ღირსება 16 შეხვედრაში დაიცვა, აქედან 14-ში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა, თუმცა შედეგიანი მოქმედებით არ გამორჩეულა. ვოლგოგრადის როტორს 23 მატჩში 18 ქულა აქვს და რუსეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები