Thumbnail

'ხვიჩა ბოლო ათწლეულების ყველაზე ნიჭიერი ქართველია' - soccer.ru-ს შეფასება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

soccer.ru-მ სტატია მიუძღვნა რუსეთის პრემიერ-ლიგაში მოთამაშე გამორჩეულ ლეგიონერებს. ბუნებრივია, საიტის მიერ შერჩეულ 11-ეულში ხვიჩა კვარაცხელიაცაა, ყაზანის რუბინის 20 წლის ლიდერი. 

"ამ ფეხბურთელებს უკვე ევროპის TOP-5 ლიგებიდან აკვირდებიან. ასე რომ, პრემიერ-ლიგა გარდამავალ ეტაპზე გადის. ვლაშიჩი თავისთვის თამაშობს, აზმუნი, კვარაცხელია და ლარსონიც წასვლაზე ოცნებობენ", - წერს soccer.ru. აი, რას წერს უშუალოდ ქართველ ფეხბურთელზე soccer.ru: 

"ყოველ ჯერზე, როცა ვინმე ცდილობს ხვიჩას უიღბლო მატჩი კონტექსტიდან ამოგლიჯოს და წაიწუწუნოს, თუ როგორი გადაფასებული ფეხბურთელია ქართველი. კვარაცხელია ახალი გოლებით ან ასისტებით პასუხობს. არა მარტო, რუსულ პრემიერ-ლიგაში, ძალიან ცოტას შეუძლია ამ ასაკში შექმნას, თანაც, ასე მარტივად და უშუალოდ. 
კვარაცხელია ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელია ათწლეულების განმავლობაში. მას ევროპაში გაუშვებენ, როგორც კი ღირსეულ შეთავაზებას მიიღებენ. სლუცკი კი მას "სწორი" კლუბის მოძებნაში დაეხმარება. ხვიჩას დრიბლინგმა და შესვლებმა უკვე მიიქცია ყურადღება ევროპაში".

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია "ტრანსფერმარტკტის" მიხედვით 10 მილიონი ევრო ღირს. ამ სეზონში მას რუსეთის პრემიერ-ლიგაში 3 გოლი და 8 ასისტი (მოპოვებული პენალტების ჩათვლით) აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები