Thumbnail

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში 25 ფეხბურთელია გამოძახებული. რამაზ სვანაძემ შემადგენლობა ოფიციალურად დაასახელა და ახალგაზრდული გუნდი 22 მარტიდან სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ ბასაზე შეკრებას დაიწყებს.

შემადგენლობის ძირითადი ბირთვი საქართველოს ჩემპიონატიდანაა დაკომპლექტებული, მაგრამ ლეგიონერებიც არიან - მაგალითად, ზურიკო დავითაშვილი (როტორიდან), ზურაბ გიგაშვილი (ტამბოვიდან) და ალექსანდრე კალანდაძე (დიოშგიორიდან).

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), ლუკა მიქაია (რუსთავი)

მცველები: რატი მჭედლიშვილი (ლოკომოტივი), ზურა გიგაშვილი (ტამბოვი, რუსეთი), ალექსანდრე კალანდაძე (დიოშგიორგი, უნგრეთი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ცოტნე კაპანაძე (თელავი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო)

ნახევარმცველები: ბექა დარცმელია (ლოკომოტივი), ნიკა გაგნიძე (დილა), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია), ზურაბ დავითაშვილი (როტორი რუსეთი), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), ლუკა გაგნიძე (დინამო თბილისი), ირაკლი აზაროვი (დინამო ბათუმი), რევაზ ინჯგია (თელავი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო თბილისი), თამაზ შარვაშიძე (ტორპედო), ნიკა ხორხელი (სიონი)

თავდამსხმელები: გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი), შოთა შეყილაძე (თელავი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო)

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები მარტში ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს და 29 მარტს (16:00 საათზე) გორში, "თენგიზ ბურჯანაძის" სტადიონზე ბელარუსის შესაბამისად ასაკობრივ ნაკრებს გაეჯიბრება. მოგეხსენებათ, 2023 წელს ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი საქართველოში გაიმართება (რუმინეთთან ერთად) და ამგვარად, ფინალური ეტაპის საგზური საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს ავტომატურად ერგო.

კომენტარები

ბოლო ამბები