Thumbnail

უეფას პრეზიდენტი: ევროპის ჩემპიონატი ცარიელ სტადიონებზე გამორიცხულია!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ალეკსანდერ ჩეფერინმა Sky Sports-თან ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა
  • უეფას პრეზიდენტის თქმით, უმაყურებლო ფეხბურთი აღარ განიხილება

უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა Sky Sports-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ცარიელი ტრიბუნები გამორიცხულია.

“საბოლოოდ მოიხსნა დღის წესრიგიდან ოფცია, რომლის მიხედვითაც, ევროპის ჩემპიონატის რომელიმე მატჩი ფანების გარეშე შეიძლება ჩატარდეს,” - განაცხადა 53 წლის ჩეფერინმა და ამით გაზარდა ზეწოლა იმ 12 ქალაქზე, სადაც კონტინენტის პირველობის თამაშები უნდა გაიმართოს. პრეზიდენტის თქმით, აბსოლუტურად ყველა მასპინძელმა ქალაქმა უეფას უნდა მისცეს გარანტია, რომ სტადიონებზე ფანებს შეუშვებენ.

სლოვენიელმა ფუნქციონერმა ჯერ კიდევ კვირას აღნიშნა, რომ იდეალურ შემთხვევაში 12-ივე ქვეყანაში უნდა ჩატარდეს მატჩები. “თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ტურნირი 10 ან 11 ქვეყანაში გაიმართოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რომელიმე ქვეყანა გარკვეულ გარანტიებს ვერ მოგვცემს.” - განაცხადა ჩეფერინმა.

ხორვატიული გამოცემა Sportske novosti წერს, რომ უეფამ მასპინძელ ქალაქებს გარანტიებისთვის ვადა 20 აპრილამდე მისცა. სწორედ ამ თარიღამდე უნდა წარადგინონ ქალაქებმა კონცეფცია, თუ რამდენ მაყურებელს შეუშვებენ სტადიონებზე.

კომენტარები

ბოლო ამბები