Thumbnail
  • სპეციალისტებმა გოგა ბითაძე დენვერთან მატჩში შეაქეს
  • გოგა ბითაძის 3 ქულა - იოკიჩი ინდიანასთან დომინირებდა

IndyStar.-მა ინდიანა პეისერსის მარცხს დენვერთან (106:121) სტატია მიუძღვნა. ამ შეხვედრაში მართალია, გოგა ბითაძემ მხოლოდ 8 წუთი ითამაშა, მაგრამ გუნდს 3 ქულით, 2 მოხსნით, 3 დაფარებით და 2 ჩაჭრით დაეხმარა და იოკიჩთანაც კარგად იბრძოლა.

"ბითაძე v იოკიჩი, გოგამ სხვებისგან განსხვავებით, საკუთარი სახე შეინარჩუნა. მართალია, უშუალოდ იოკიჩთან დაპირისპირებაში მას ქულა არ ჩაუგდია, მაგრამ აჩვენა, რამდენად განსხვავებულია იმ მცირე დროის მონაკვეთში, როცა მოედანზე იყო. ის ებრძოდა იოკიჩს და ერთხელ მეტოქეს ძალიან არაზუსტად ასროლინა. გოგამ ერთხელ იოკიჩს დაუფარა. ორივე ამ მოქმედების შემდეგ 3-ქულიანები ჩააგდეს სამნერმა და ჯასტინ ჰოლიდეიმ. პეისერსმა ამის წყალობით ერთხელ ანგარიშის გათანაბრება შეძლო. ბითაძემ სულ რაღაც 8 წუთი ითამაშა". 

პეისერსის რეპორტიორმა სკოტ აგნესმა გოგა შეაქო: "გოგა ბითაძის საუკეთესო წუთები ამ სეზონში ორივე ფარზე. თამაშში ჩართული იყო და თავისი წვლილიც შეიტანა". პეისერსის ფანი Chris Cary ტვიტერზე: "ბითაძე ნამდვილი მონსტრი იყო იოკიჩის წინააღმდეგ". ბევრმა გაიხსენა, რომ სერბეთში გოგა სწორედ იმ კლუბში თამაშობდა (მეგა ბიმაქსი), რომელშიც იოკიჩი. 

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩში იოკიჩმა ინდიანას "მაღლებს" დიდი პრობლემები შეუქმნა, მან 32 ქულა, 14 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. მის წინააღმდეგ ნორმალურად მხოლოდ ბითაძემ ითამაშა. მიუხედავად ამისა, გოგას სათამაშო წუთები არ გაზრდილა. 

კომენტარები

ბოლო ამბები