Thumbnail

45 წუთიც საკმარისი აღმოჩნდა - გიორგი ბერიძე ტურის სიმბოლურში

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • გიორგი ბერიძეს ამ სეზონში 13 გოლი აქვს გატანილი
  • კარგი თამაში მას საქართველოს ნაკრებში გამოძახებით დაუფასდა

უნგრული უიპეშტის ქართველი შემტევი გიორგი ბერიძე უნგრეთის OTP Bank ლიგის 26-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. 23 წლის ფეხბურთელი შესანიშნავ ფორმაშია და ბოლო ტურში ორი გოლის გატანაც მოახერხა.

"კიშვარდას წინააღმდეგ შესანიშნავი ითამაშა და დუბლის შესრულება შეძლო. ჯერ მე-11 წუთზე წინ გაიყვანა თავისი გუნდი და შემდგ 35-ე წუთზე კვლავ შედეგიანად ითამაშა", - წერს csakfoci.hu.

აღსანიშნავია, რომ გიორგიმ ხსენებულ შეხვედრაში მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა, მაგრამ ესეც საკმარისი გამოდგა, რომ ტურის საუკეთესო 11-ეულში მოხვედრილიყო. ზოგადად, გიორგის წარმატებული სეზონი აქვს და ყველა ტურნირზე 21 მატჩში 13 გოლი დაუგროვდა (ჩემპიონატში 19 თამაშში 8 გოლი და თასზე 2 მატჩში 5 გოლი).

📺 გიორგი ბერიძის დუბლი კიშვარდასთან

შეგახსენებთ, რომ გიორგი ბერიძე უიპეშტს გასულ ზაფხულს ბელგიური გენტიდან შეუერთდა. ის საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს. გიორგის ეროვნულ ნაკრებში ორჯერ უთამაშია, ეს 2018 წლის ზაფხულში ლუქსემბურგთან და მალტასთან ამხანაგურ მატჩებში მოხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები