Thumbnail

საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა საბერძნეთმაც დაასახელა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

საქართველოს, ესპანეთისა და შვედეთის შემდეგ, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მოახლოებული მატჩებისთვის შემადგენლობა საბერძნეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმაც დაასახელა.

ნიდერლანდელმა სპეციალიტმა ჯონ ვან ტ’სხიპმა გუნდში 26 ფეხბურთელი გამოიძახა, რომელთა შორის ერთი დებიუტანტია - ვოლოსის თავდამსხმელი ტასოს დუვიკასი. შემადგენლობაში არიან გამოცდილი მოთამაშეები, მათ შორის კირიაკოს პაპადოპულოსი, კოსტას ფორტუნისი, ოდისეას ვლახოდიმოსი, დიმიტრიოს პელკასი და კარლოს ზეკა.

საბერძნეთის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ოდისეას ვლახოდიმოსი (ბენფიკა), სტეფანოს კაპინო (ზანდაუზენი), სოკრატის დიუდისი (პანათინაიკოსი).

მცველები: გეორგიოს ცაველასი (ალანიასპორი), კოსტას ციმიკასი (ლივერპული), გეორგიოს კირიაკოპულოსი (სასუოლო), პანტელის ხაციდიაკოსი (ალკმაარი), კოსტანტინოს მავროპანოსი (შტუტგარტი), კირიაკოს პაპადოპულოსი (ლოკომოტივი), დიმიტრიოს იანულისი (ნორვიჩი), სტრატოს სვარნასი (აეკ)

ნახევარმცველები: ხარის მავრიასი (ომონია), მანოლის სიოპისი (ალანიასპორი), კარლოს ზეკა (კოპენჰაგენი), დიმიტრის ლიმნიოსი (კიოლნი), დიმიტრიოს პელკასი (ფენერბაჰჩე), თანასის ანდრუცოსი (ოლიმპიაკოსი), კოსტას ფორტუნისი (ოლიმპიაკოსი), ანდრეას ბუხალაკისი (ოლიმპიაკოსი), გეორგიოს მასურასი (ოლიმპიაკოსი), პეტროს მანტალოსი (აეკ)

თავდამსხმელები: ტასოს ბაკასეტასი (ტრაბზონსპორი), ვანგელის პავლიდისი (ვილემ II), გეორგიოს იაკუმაკისი (ვენლო), ხრისტოს ცოლისი (პაოკ), ტასოს დუვიკასი (ვოლოსი)

ჯონ ვან ტ'სხიპი საბერძნეთის ნაკრებში 2019 წლიდან მუშაობს

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის ნაკრები 25 მარტს, გრანადაში ესპანეთს დაუპირისპირდება, 28 მარტს ამხანაგურ მატჩში სალონიკში ჰონდურასთან გამართავს, ხოლო საქართველოს ნაკრებს ასევე სალონიკში, 31 მარტს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები