Thumbnail

ბრძოლა MVP-ის ტიტულისთვის | თორნიკე შენგელია მე-4 ევროლიგაში, მე-2 ACB ლიგაში

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ევროლიგის საიტზე 4 მაისს დასრულდა გამოკითხვა ფანებს შორის, რომელთა მეშვეობითაც სეზონის MVP უნდა დასახელდეს. ფანების ხმებს 25%-იანი ძალა აქვს.

შედეგები მალე გამოქვეყნდება, თუმცა ევროლიგის საიტი ცოცხალ რეჟიმში აქვეყნებს მოწინავე ათეულის მდგომარეობას.

ბასკონიას მძიმე ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ ხმების 6.62% მიიღო, რაც მე-4 შედეგია. ერთადერთი კალათბურთელი, რომელმაც მნიშვნელოვნად გაუსწრო თორნიკეს ნიკ კალათესია (პანათინაიკოსი) - 10.72%. მეორე ადგილზე გასული ლუკა დონჩიჩი (რეალი) თოკოს სულ რაღაც 0.33%-ით უსწრებს, ხოლო ჯეიმს გისტი (პანათინაიკოსი) - 0.04%-ით. იან ვესელი (ფენერბაჰჩე) 6.04%-ით მე-5 ადგილზეა.

ამასობაში ესპანეთში გამოქვეყნდა გამოკითხვის შუალედური შედეგები, თორნიკეს 5 ათასზე მეტი ხმა აქვს და ის მხოლოდ არგენტინელ ფაკუნდო კამპასოს (მურსია) შამორჩება. ის ქართველს თითქმის ათასი ხმით უსწრებს. სხვათა შორის, თუ ევროლიგის გამოკითხვაში თოკო დონჩიჩს სულ მცირედით ჩამორჩება, აქ ლუკას 2 000-ზე მეტი ხმით უსწრებს. დონჩიჩი მესამე ადგილზეა. 

აქაც, ევროლიგის მსგავსად, ფანების ხმებს ოდენ 25%-იანი ძალა აქვს. 

კომენტარები

ბოლო ამბები