Thumbnail

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ "ფურია როხა" ევროპული შესარჩევის B ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად საქართველოს, შვედეთის, საბერძნეთისა და კოსოვოს ნაკრებები ჰყავს. ენრიკეს გუნდს მარტში გასამართი სამი მატჩიდან ერთის ჩატარება თბილისში მოუწევს - 28 მარტს. მანამდე კი, 25 მარტს, ესპანელები საბერძნეთს უმასპინძლებენ, 31-ში კი კოსოვოს მიიღებენ.

მარტის მატჩებისთვის ენრიკემ 24 ფეხბურთელი გამოიძახა, რომელთა შორის ოთხი დებიუტანტია - ბარსელონას 18 წლის ნახევარმცველი პედრი, ბრაიტონის მეკარე რობერტ სანჩესი,  ეიბარის 20 წლის თავდამსხმელი ბრაიან ხილი და ლისაბონის სპორტინგის 21 წლის მცველი პედრო პორო ეროვნული გუნდის ფორმას პირველად მოირგებენ.

ლუის ენრიკემ ნაკრებში ოთხი დებიუტანტი გამოიძახა

 ესპანეთის ნაკრები

მეკარეები: დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი), რობერტ სანჩესი (ბრაიტონი), უნაი სიმონი (ბილბაო).
მცველები: პედრო პორო (სპორტინგი), ერიკ გარსია (მანჩესტერ სიტი), სერხიო რამოსი (რეალი), დიეგო ლორენტე (ლიდსი), ინიგო მარტინესი (ბილბაო), ჟორდი ალბა (ბარსელონა), ხოსე ლუის გაია (ვალენსია). 
ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა), როდრი (მანჩესტერ სიტი), ტაიგო ალკანტარა (ლივერპული), პედრი (ბარსელონა), მარკოს ლორენტე (ატლეტიკო), სერხიო კანალესი (ბეტისი), კოკე (ატლეტიკო), ფაბიან რუისი (ნაპოლი).
თავდამსხმელები: ჟერარ მორენო (ვილიარეალი), ფერან ტორესი (მანჩესტერ სიტი), მიკელ ოიარსაბალი (რეალ სოსიედადი), ალვარო მორატა (იუვენტუნსი), ბრაიან ხილი (ეიბარი), დანი ოლმო (ლაიპციგი).

კომენტარები

ბოლო ამბები