Thumbnail

ლაუტარო მარტინესი ინტერში რჩება - ახალი კონტრაქტი ახლოსაა

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ლაუტარო ინტერთან ახალ ხელშეკრულებას აფორმებს
  • კონტრაქტის მიხედვით, არგენტინელს გამოსასყიდი თანხა აღარ ექნება
  • ხელფასი მისი კლასის მოთამაშისთვის მაინც დაბალი იქნება

იტალიური პრესის ცნობით, ლაუტარო მარტინესი ახლოსაა ახალ კონტრაქტთან და სულ რამდენიმე კვირაში, სეზონის დასრულებამდე, ის ინტერთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს. ლაუტარო ბოლო ორი სეზონია, ძალიან კარგად თამაშობს და კონტრაქტში გაწერილი 110-მილიონიანი გამოსასყიდის თანხა ბევრ კლუბს საშუალებას აძლევდა, არგენტინელი ინტერის თანხმობის გარეშე შეეძინა.

ინტერსაც სწორედ ამიტომ აქვს სურვილი, რომ ზაფხულში სატრანსფერო ფანჯარის გახსნამდე, ლაუტაროსთან ახალი კონტრაქტი გაფორმებული ჰქონდეს. მილანელთა ფინანსური პრობლემების მიუხედავად, მხარეები ყველაზე დეტალზე შეთანხმებულები არიან. ახალ ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხა მითითებული აღარ იქნება.

გარდა ამისა, ახალი კონტრაქტით გაიზრდება ლაუტაროს ხელფასიც, თუმცა მისი კლასის მოთამაშისთვის მაინც ძალიან მცირე, წელიწადში 4.5-მილიონიან, ნიშნულს მიაღწევს. ინტერი არგენტინელს შემდეგ წლებში ხელფასის ყოველ სეზონში მომატებას ჰპირდება, რადგან ლაუტაროს ბევრ მსურველს იოლად შეუძლია, არგენტინელს ბევრად მეტი შესთავაზოს. ინტერი ამჟამად ფინანსურ კრიზისშია და მისი მფლობელი კომპანია 'სუნინგი' კლუბის გაყიდვას აპირებს. შესაბამისაც, კლუბს ლაუტაროს ხელფასის სწრაფი ზრდა ამ ეტაპზე არ შეუძლია.

კომენტარები

ბოლო ამბები