Thumbnail

არაფერი შემეძლო, ლოცვის გარდა | UFC-ის ვარსკვლავი ჯგუფური გაუპატიურების ფაქტზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პეიჯ ვანზანტმა გადატანილი კოშმარი ავტობიოგრაფიულ წიგნში დეტალურად აღწერა
  • UFC-ის მებრძოლი გოგონა ძალადობის მსხვერპლი სკოლის ასაკში გახდა

UFC-ის მებრძოლმა პეიჯ ვანზანტმა ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა, სადაც დეტალურად აღწერა ჯგუფური გაუპატიურების ფაქტის შესახებ, რომელიც თავს 14 წლის ასაკში გადახდა. როგორც ირკვევა, გოგონამ სწორედ თანატოლებისგან დამცირების შემდეგ გადაწყვიტა, დაკავებულიყო ორთაბრძოლებით.

შემთხვევა ათი წლის წინ, ორეგონის შტატის ქალაქ დეიტონში მოხდა. მაშინ პეიჯი თანატოლებთან ერთად წვეულებაზე იმყოფებოდა. რამდენიმე ბიჭუნამ, რომლებიც სავარაუდოდ, წინასწარ იყვნენ მოლაპარაკებულნი, ვანზანტს სპირტიანი სასმელი დააძალეს, შემდეგ კი ჯგუფურად გააუპატიურეს.

"წინააღმდეგობის გაწევა რამდენჯერაც ვცადე, იმდენჯერ დავეცი. კიდურები თითქოს დაბეტონებული მქონდა, თავი კი - ნისლში. გონება არ დამიკარგავს, მაგრამ სხეული გაშეშებული მქონდა, როგორც მკვდარს. ვხვდებოდი, რაც ხდებოდა, მაგრამ ამის შეჩერება არ შემეძლო.

არჩევანი არ მქონდა, გარდა იმისა, რომ დავმორჩილებოდი და მელოცა, რათა ეს კოშმარი სწრაფად დასრულებულიყო", - იხსენებს ვანზანტი.

ავტობიოგრაფიული წიგნის პრეზენტაციაზე, 24 წლის სპორტსმენმა გოგონამ აღიარა, რომ თავის ამბის აღწერით სურს დაეხმაროს სხვა ადამიანებს, რომლებსაც ძალადობის შედეგად მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმის დაძლევა და ნორმალური ცხოვრების დაწყება სურთ.

პეიჯ ვანზანტის ბრძოლებიდან საუკეთესო ეპიზოდები

ვანზანტი UFC-ში გამოდის, კარიერის განმავლობაში მან 11 ბრძოლა გამართა, საიდანაც 7 მოიგო, 4 კი დათმო.

ამჟამად პეიჯ ვანზატი ურთიერთობაშია ММА-ს მებრძოლ ოსტინ ვანდერფორდთან.

კომენტარები

ბოლო ამბები