Thumbnail

'დივიზიონს გაასუფთავებს' - ხაბიბი მეგობრის წარმატებაში დარწმუნებულია

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • მახაჩევმა გასულ კვირას დრიუ დობერი დაამარცხა
  • დაღესტნელმა მებრძოლმა, ბრძოლის შემდეგ ტონი ფერგიუსონი გამოიწვია

ხაბიბ ნურმაგომედოვის მეგობარი - ისლამ მახაჩევი გასულ კვირას UFC-ის ოქტაგონს დაუბრუნდა და 2 რაუნდში ამერიკელი დრიუ დობერი მახრჩობელა ილეთით დაამარცხა. ბრძოლის შემდეგ პრესკონფერენციაზე მახაჩევმა ტონი ფერგიუსონი გამოიწვია.

"მინდა კარიერის დასრულებაში დავემხმარო..." - ამბობდა მახაჩევი. "უკვე მოხუცია და მინდა, რომ სპორტიდან გავაცილო." მეორე ვარიანტი მახაჩევისთვის რაფაელ დოს ანიოსია, რომელთან ბრძოლაც ჩანიშნული ჰქონდა, თუმცა ტრავმის გამო არ შედგა.

"ყველა დასტინზე, კონორზე, ჩენდლერზე და ოლივეირაზე საუბრობს..." - ამბობს ხაბიბი. "არამგონია, რომ რომელიმე მათგანმა ისლამ მახაჩევის დამარცხება შეძლოს. ყველას გადაუვლის, დივიზიონს გაასუფთავებს." - შეგახსენებთ, რომ ხაბიბის წასვლის შემდეგ მსუბუქი წონის ქამრის ბედი გაურკვეველია.

"ჭიდაობის კუთხით, ისლამს UFC-ში კონკურენტი არ ჰყავს. სუფთა ჭიდაობას თუ ავიღებთ, მგონია, რომ ხაბიბზე უკეთესიც არის." - ამბობს დენიელ კორმიე, ვისთან ერთადაც მახაჩევი და ხაბიბი წლები ვარჯიშობდნენ

კომენტარები

ბოლო ამბები