Thumbnail

მსოფლიოს თასი | ბაზაძის ბრინჯაო ერთწლიანი პაუზის შემდეგ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • სანდრო ბაზაძემ მსოფლიოს თასზე მე-3 ადგილი დაიკავა
  • 14 მარტს საქართველოს ნაკრებები გუნდურ მსოფლიოს თასზე იასპარეზებენ

11-14 მარტს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარეობს მსოფლიოს თასი ფარიკაობაში. პანდემიის გამო, თითქმის ერთწლიანი პაუზის მიუხედავად, შესანიშნავად იასპარეზა საუკეთესო ქართველმა მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ. მან ვაჟთა შორის ხმლით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტოპ 8-ში სანდრომ ჯერ იტალიელ ენრიკო ბერეს აჯობა, რომელიც მე-2 ნომრად იყო განთესილი (ქართველი მე-7 ნომერი იყო) - 15:12. ნახევარფინალში ბაზაძე მასპინძელ არონ სილაგის შეხვდა და 6:15 დამარცხდა. 14 მარტს საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრებები გუნდურ მსოფლიოს თასზე იასპარეზებენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები