Thumbnail

Qatar ExxonMobil Open-ის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი (42) მე-5 ნომრად განთესილ ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტს (13) დაუპირისპირდა და 7:6, 6:2 მოიგო და კარიერაში მე-4 ტიტული მოიპოვა ATP-ის ეგიდით. დოჰას ტურნირის საპრიზო ფონდი $787 930-ია. გამარჯვებული $69 520-ს და 250 სარეიტინგო ქულას მიიღებს. ფინალში დამარცხებული - $51 340-ს და 150 ქულას.

თითქმის საათი თანაბარი თამაშის შემდეგ, პირველი სეტი ტაი ბრეიკში გადავიდა. პირველი 6 მინი ბრეიკის შემდეგ ბასილაშვილმა შეძლო მოწოდების მოგება. საბოლოოდ, 7:5 ნიკას სასარგებლოდ. 

მეორე სეტში 3:2-ზე ბასილაშვილმა ბრეიქ პოინტი აუღო მეტოქეს და 4:2 დაწინაურდა. შემდეგ კიდევ ერთხელ მოიგო მეტოქის მოწოდება და თამაშიც. სულ საამისოდ ნიკას საათ-ნახევარი დასჭირდა. 

ATP-ის ეგიდით ეს ქართველი და ესპანელი ჩოგბურთელების მე-5 დაპირისპირება იყო. აქამდე 3 შეხვედრა ბაუტისტა-აგუტმა მოიგო, ერთი - ბასილაშვილმა. სხვათა შორის, ბაუტისტა-აგუტი დოჰას ტურნირის 2019 წლის გამარჯვებულია. 29 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილს ATP-ის ერთეულთა 5 ტურნირის ფინალში ჰქონდა ნათამაშები და სამი მოგებული (2018-ში - ჰამბურგი და პეკინი; 2019-ში - ჰამბურგი). ნიკა 2017-ში მემფისის ტურნირის ფინალში დამარცხდა, მანამდე კი 2016-ში კიტცბიუელში (ავსტრია). 

📺 ბასილაშვილი v ბაუტისტა-აგუტი [მიმოხილვა]

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ძირითად ბადეში მხოლოდ სამხრეთაფრიკელი კევინ ანდერსონის უარის შემდეგ მოხვდა. მან ჯონ მილმენი (ავსტრალია) - 2:6, 6:4, 6:2; მალექ ჯაზირი (ტუნისი) - 6:2, 6:2; როჯერ ფედერერი (შვეიცარია) - 3:6, 6:1, 7:5 და ტეილორ ფრიტცი (აშშ) დაამარცხა - 7:6 (7:3), 6:1. 

კომენტარები

ბოლო ამბები